დარიალის ხეობაში მდებარე მონასტერში 80-მდე მოქალაქე რჩება

დარიალის ხეობაში მდებარე მონასტერში 80-მდე მოქალაქე რჩება

დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტერში ამ დროისთვის 80-მდე მოქალაქე რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლმა იოსებმა განუცხადა.

მამა იოსების განმარტებით, ისინი ვერტმფრენს ელოდებიან, რათა ხეობიდან ყაზბეგისკენ გაიყვანონ.

მისივე თქმით, საზღვარის მონაკვეთიდან პერიოდულად შემოდიან ადამიანები და მონასტერი მათ დროებით იფარებს.

"ზოგიერთი ისევ უკან ბრუნდება, ზოგი მონასტერში მოდის. შემდეგ აქედან გაყავთ ვერტმფრენებით", - დასძინა მამა იოსებმა.

მისივე განცხადებით, მონასტერში თავშეფარებული პირებიდან დაშავებული ამ მომენტისთვის არავინაა.

"ერთი პიროვნება იყო დაშავებული და უკვე გაიყვანეს. მონასტერში ბერები ადგილზე რჩებიან და არანაირი საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნა მამათა მონასტრის წინამძღოლმა.

შსს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მონასტრიდან 70 ადამიანი უკვე გაყვანილია.

დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მოხვედრილმა მოქალაქეებმა მონასტერს შეაფარეს თავი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია