კახა კალაძე ნაკრებში გამოიძახეს

კახა კალაძე ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, 26 სექტემბერს ალმათიში "ქაირათის" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება, "ქაირათის" ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდებიან.

ცნობილი გახდა მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც მოხვდა კახა კალაძე, წარსულში თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", "მილანისა" და "ჯენოას" ფეხბურთელი, რომელიც ახლა საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრია.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი. მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი. ნახევარმცველები: სერჟინიო, რივალდო, ლუიშ ფიგუ, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი. თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.

მსოფლიოს ნაკრებს იტალიელი ფაბიო კაპელო გაწვრთნის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია