ზაფხულის ყველაზე "ცხელი" ბიზნესი თბილისში

ზაფხულის ყველაზე "ცხელი" ბიზნესი თბილისში

ზაფხულის ცხელი ამინდები თბილისელებს საცურაო აუზებისკენ და სხვა მრავალი გასარუჯ-გამაგრილებელ დაწესებულებებში ვიზიტისკენ უბიძგებს. იმის გასარკვევად, რას სთავაზობენ თბილისში არსებული აკვაპარკები მომხმარებელს და როგორია მათი ვიზიტორების რაოდენობა, Bpn.გე "ჯინო ფერედაისისა" და "ევრო პარკის" წარმომადგენლებს ესაუბრა.

როგორც "ჯინო ფერედაისის" წარმომადგენელი აღნიშნავს, მათთან ყველაზე დიდი რაოდენობით "სტანდარტ პაკეტი" იყიდება, რომელიც მოიცავს ღია არეალს, იქნება ეს ტალღოვანი აუზი, ე.წ. მდინარე თუ ა.შ. რაც შეეხება დღის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობას, სამუშაო დღეებსა და უქმეებზე სხვადასხვა მაჩვენებელია. სამუშაო დღეებში აკვაპარკს საშუალოდ 600-800 ადამიანი, შაბათ-კვირას კი 1300- 1500 ვიზიტორი სტუმრობს.

პაკეტების გაყიდვის მიხედვით კი სურათი ასეთია: ერთი დღის განმავლობაში გაყიდვების 60% "სტანდარტ პაკეტზე", დაახლოებით 20% კი "ბიზნეს" და "ვიპ პაკეტებზე" მოდის. მცირე რაოდენობით იყიდება "ეკონომ პაკეტი" და "ექსელენთი".

როგორც ჯინო "ფერედაისში" ამბობენ, ამ ეტაპზე მომხმარებელს რამდენიმე სახის ფასდაკლებას სთავაზობენ. "რამდენიმე აქცია გვაქვს, "ვიპ პაკეტში" 4 ადამიანს, 2 ადამიანის მომსახურების ფასად შეუძლია შემოსვლა. "ექსელენთ პაკეტში" 10 ადამიანს შეუძლია, 5 -ის ფასად შემოვიდეს. ფასდაკლებებია საოჯახო პაკეტებშიც", - აცხადებენ აკვაპარკის მენეჯმენტში.

"ევრო პარკის" ფასები და აქციების ჩამონათვალი კი ასეთია: ერთი ადამიანის მომსახურება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 30 ლარი ღირს, შაბათ-კვირას კი 40 ლარი. ამჟამად "ევრო პარკში" მიმდინარეობს აქციები : "ევრო პარკისა" და კომპანია "ჯეოსელის" ერთობლივი აქცია - "მეტი". ამ აქციის პრინციპია - "ერთი უდრის ორს". ეს აქცია ყოველდღე მოქმედებს და შესაბამისად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთი ადამიანის ვიზიტი 15 ლარი ჯდება. შაბათ-კვირას კი ერთი ადამიანის შესვლა "ევრო პარკში" 20 ლარი ჯდება. კიდევ ერთი აქცია "ევრო პარკს" ფასდაკლების საიტ "სვუპთან" ერთად აქვს. ამ შემთხვევაშიც ფასი თითქმის განახევრებულია. როგორც "ევროპარკის" მენეჯმენტში განმარტავენ, მომხმარებლის მხრიდან ორივე აქციაზე დიდი მოთხოვნაა. "ევრო პარკის" უპირატესობა ის არის, რომ 30 ლარიანი ბილეთის შეძენის შემთხვევაში, 7 წლამდე ბავშვის ვიზიტი უფასოა. დანარჩენი აქციების შემთხვევაში კი 3 წლამდე ბავშვის შემოყვანისას ვიზიტორი არაფერს იხდის", - აღნიშნავს ევრო პარკის მარკეტინგის მენეჯერი, თაკო სოსელია.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია