კახა კალაძე მსოფლიო ნაკრებში თამაშზე თანხმობას აცხადებს

კახა კალაძე მსოფლიო ნაკრებში თამაშზე თანხმობას აცხადებს

თუ კიდევ მომიწევს ახლა უკვე მინისტრის რანგში მსოფლიო ნაკრებში თამაში, ჩემთვის პირადად სასიამოვნო იქნება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მინისტრის თქმით, მსოფლიო ნაკრებში გამოძახება მისთვის მნიშვნელოვანია.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საქველმოქმედო თამაში იქნება. შემოთავაზება, რომელიც დღეს ჩემთვისაც გახდა ცნობილი, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ერთხელ უკვე მაქვს ნათამაშები მსოფლიო ნაკრებში და თუ კიდევ მომიწევს, ახლა უკვე მინისტრის რანგში, მსოფლიო ნაკრებში თამაში, ჩემთვის პირადად სასიამოვნო იქნება. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ქველმოქმედებაში. ყველაფერს ვაკეთებდი, ვაკეთებ და მომავალშიც გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა აგური დავდო გაჭირვებული თუ დაავადებული ადამიანების დასახმარებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს. სპორტალლ.გე-ს ინფორმაციით, 26 სექტემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში "ქაირათის" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართება. "ქაირათის" ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდებიან.

ცნობილი გახდა მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც მოხვდა კახა კალაძე, წარსულში თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", "მილანისა" და "ჯენოას" ფეხბურთელი, რომელიც ახლა საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრია.

მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი. მცველები: პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ფაბიო კანავარო, კრისტიან პანუჩი. ნახევარმცველები: სერჟინიო, რივალდო, ლუიშ ფიგუ, ლეონარდო, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი. თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, დუაიტ იორკი.

მსოფლიოს ნაკრებს იტალიელი ფაბიო კაპელო გაწვრთნის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია