როგორია "კაზანტიპის" ეკონომიკური ეფექტი

როგორია "კაზანტიპის" ეკონომიკური ეფექტი

20 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული ფესტივალი, 1992 წლიდან ყოველწლიურად, ყირიმის ნახევარკუნძულზე, უკრაინაში ტარდებოდა თუმცა, რუსეთის მხრიდან ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ფესტივალის ჩატარება ანაკლიაში გადაწყდა. თავად ფესტივალი 50 000 -ზე მეტ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ოფიციალურად დარეგისტრირებულ წევრს აერთიანებს და მისი მასშტაბები, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზარდა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორები დაახლოებით 30 000 ადამიანის დასახვედრად ემზადებოდნენ, თუმცა რეალურად რამდენი ადამიანი იღებს მონაწილეობას და რამდენი ტურისტია უშუალოდ ფესტივალის ფარგლებში ჩამოსული, ამას ორგანიზატორები ჯერ არ ახმაურებენ. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია საჯარო 1 სექტემბერს გახდება.

"კაზანტიპის" ჩატარების პერიოდში, ანაკლიაში მდებარე სასტუმროებში ყველა ნომერი დაკავებულია. ამასთანავე, საკმაოდ გაძვირებულია სასტუმროს ნომრების ფასიც. მაგალითად, სასტუმრო "ოქროს საწმისი"-ს სტანდარტული ერთადგილიანი ნომრის ფასი უკანასკნელ პერიოდში 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა.

"სასტუმროს ნომრებზე ფასების ზრდა გასული თვის ბოლოდან აღინიშნა. ცხადია, ერთი მხრივ ფასების ზრდა გამოწვეულია ანაკლიაში საკურორტო სეზონის გახსნითა და ტურისტების ნაკადის ზრდით, თუმცა ფასებზე საკმაოდ დიდი გავლენა ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებამ იქონია, რადგანაც ნომრების დიდი ნაწილის დაჯავშნა უშუალოდ ფესტივალის პერიოდისთვის მოხდა,"- აცხადებს სასტუმრო "ოქროს საწმისი"-ს ადმინისტრატორი ანა კვარაცხელია.

ტურისტების ნაწილი ნომრებს საოჯახო სასტუმროებში ქირაობს, რომელთა ფასიც დღე-ღამეში საშუალოდ 20-დან 80-ლარამდე მერყეობს. იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია იგი უშუალოდ ზღვის სანაპიროდან.

საინტერესოა რა ზეგავლენა ექნება მსგავსი ფესტივალების ჩატარებას ქყვეყნის ეკონომიკაზე და რამდენად გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს?

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ბპნ-თან საუბრისას აღნიშნავს, "კაზანტიპის" ჩატარება საქართველოს ტურისტულ კონკურენტუნარიანობას გაზრდის, რის შედეგადაც უფრო მეტი ტურისტი ეწვევა ქვეყანას.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია