თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , სარემონტო სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აგრარული უნივრსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის 462 აბონენტს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირების, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის, გურიელის და გამრეკელის ქუჩების 834 აბონენტს.

გლდანის რაიონში, ქვესადგურში "ავშნიანი" გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის ა, I, II, V, VI მიკრორაიონების, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ვეკუას, შეშელიძის, ხევძმარის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის და ქერჩის ქუჩების 9620 აბონენტს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება უზნაძის, სანკტ-პეტერბურგის და მარჯანიშვილის ქუჩების 246 აბონენტს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დიდი ხეივნის, გულუას, ბერძნის, გრიშაშვილის, ვეზიროვის, ეფრემ მცირეს, გორგასლის და სულხანიშვილის ქუჩების 454 აბონენტს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ასკურავას და რკინიგზის ქუჩების 2602 აბონენტს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის III კვარტლის, საცხენისის, შუამთის და ენუქიძის ქუჩების 24 აბონენტს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის 109 აბონენტს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის, ნავთლუღის და საექიმოს ქუჩების 698 აბონენტს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის და მესხეთის ქუჩის 150 აბონენტს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების 696 აბონენტს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია