სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის მე-6 დაწესებულებაში არეულობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის მე-6 დაწესებულებაში არეულობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პატიმრების ახლობლებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობა იყო, რის გამოც ისინი ციხესთან შეიკრიბნენ და მოხდა პატრულის გამოძახებაც.

"სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთელი ღამის განმავლობაში სიმშვიდე იყო და არეულობის არანაირი მცდელობა არ ყოფილა. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა პატიმრების ახლობლებში, რომ ციხეში იყო დაძაბული ვითარება, რის გამოც შეიკრიბნენ მეექვსე დაწესებულებასთან. ვინაიდან ხალხის რაოდენობა დიდი იყო, ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით გამოიძახა პატრული. პატრული გარე ტერიტორიაზე იცავდა წესრიგს და მას დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვს. არანაირი დაძაბულობა ან არეულობის მცდელობა ციხეში არ ყოფილა", - განაცხადეს სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ასევე არ მომხდარა სპეცრაზმის გამოძახებაც.

გუშინ საღამოს მე-6 დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ. მათი ინფორმაციით, ციხეში არეულობა იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ციხეში სპეცრაზმი შეიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია