საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" არსებული ვითარების შესასწავლად კომისია შეიქმნა

საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" არსებული ვითარების შესასწავლად კომისია შეიქმნა

საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" არსებული მდგომარეობის შესწავლისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით კომისია შეიქმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" ფუნქციონირების სწრაფად აღდგენის მიზნით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის 21 აგვისტოს #251 ბრძანებით შექმნილ კომისიას, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე უხელმძღვანელებს.

მათივე ინფორმაციით, კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

მინისტრის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შეფასება და მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა უნდა უზრუნველყოს, ასევე საბაჟო-გამშვები პუნქტის გამართული ფუნქციონირების მიზნით არსებული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

უწყების ცნობით, განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც პირადად განახორციელებს კონტროლს ბრძანების შესრულებაზე.

ყაზბეგი-ლარსის საბაჟო 20 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა დატობრა. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გუშინ მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს სოფელ ლარსში თურქეთის მოქალაქის ცხედარი გამორიყა, რომელიც სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. ამ დროისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია