სასურველი ქართველი სასიძოები - განათლება, ფინანსები, პოპულარობა თუ ყველაფერი ერთად?..

სასურველი ქართველი სასიძოები - განათლება, ფინანსები, პოპულარობა თუ ყველაფერი ერთად?..

''მალე დაოჯახდი'', ''შვილები ხომ გინდა'', ''მე 30 წლისას უკვე სამი შვილი მყავდა'' - ამ ფრაზების მოსმენა ყველაზე ხშირად საქართველოში დასაოჯახებელ მამაკაცებს უწევთ. მართალია, ბოლო დროს მოდაში აღარ არის ადრეულ ასაკში დაოჯახება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ამაზე მხოლოდ ლაპარაკობენ, რეალურად კი ოჯახები ხშირ შემთხვევაში ისევ ადრეულ ასაკში იქმნება. განსაკუთრებით რეგიონებში.

ამჯერად გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ყველაზე სასურველი ქართველი სასიძოები. კრიტერიუმი რამდენიმენაირია – გარეგნობა, ფინანსური მდგომარეობა და პოპულარობა.

სასიძოების შეფასება ტელეწამყვანსა და პოპულარულ სახეს ნუკი კოშკელიშვილს ვთხოვეთ, მან ჩვენ მიერ შედგენილ სიას კიდევ რამდენიმე მამაკაცი დაამატა.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა სასურველი სასიძოების ათეული. აქვე გეტყვით, რომ თანმიმდევრობა პირობითია, მათთვის ადგილები არ მიგვინიჭებია, უბრალოდ, ჩვენ მიერ შერჩეული სამი კრიტერიუმიდან ერთი მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა.

ლევან როსტოშვილი – იგივე როსტო, პოპულარული ''ნანუკას შოუდან'' გახდა. გამორჩეული გარეგნობით მალე თინეიჯერი გოგონების გული მოიგო. შოუში მის ფუნქციაზე დღემდე ხუმრობენ, რადგან გადაცემის მიმდინარეობისას კადრში პერიოდულად ჩნდება და იშვიათად ლაპარაკობს.

მალე ცნობილი გახდა მისი პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები. უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ვაჟი – საშა შეეძინა, მაგრამ წყვილს არ უქორწინია, რის გამოც როსტო დღემდე რჩება სასურველ სასიძოდ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გული თავისუფალია და იმ ერთადერთს ელოდება.

ნიკა ალასანია თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ერთადერთი ვაჟია. ალასანიას კიდევ ერთი შვილი – გოგონა ჰყავს. როდესაც ნიკაზე საუბრობენ, ხშირად გაიგონებთ, რომ სიმპათიურ მამას გარეგნობით შვილი სჯობს. ნიკა ოცი წლისაა და ამერიკაში სწავლობს. სამშობლოში ზაფხულობით ჩამოდის, მაგრამ, როგორც ამბობენ, თბილისელ გოგონებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. არ უყვარს საჯარო ცხოვრება და ინტერვიუებსაც ერიდება.

ბერა ივანიშვილმა გოგონების გული ჯერ კიდევ მამის პოლიტიკაში გამოჩენამდე მოინადირა. განსხვავებული იმიჯით, გარეგნობით ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. როგორც ამბობენ, მილიარდერის საყვარელ ვაჟსა და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს რომანი ჰქონდათ, მაგრამ ივანიშვილმა შვილის ნაადრევი დაოჯახება არ ისურვა.

ახლა ბერა ამერიკაშია და აპირებს, ქართველ მსმენელს სიახლეები მუსიკალური კუთხით შესთავაზოს. ფაქტია, რომ ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გამორჩეული სასიძოა საქართველოში.

სიაში მოხვდა ''კიკეთის კნიაზი'', ირაკლი ვასაძე – სწორედ ასეა დარეგისტრირებული ბიზნესმენ ლევან ვასაძის უფროსი ვაჟი სოციალურ ქსელში. ჯერჯერობით ირაკლი მამასავით პოპულარული არ არის, მაგრამ მისი ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თავად ირაკლი მორაგბეა. მართალია, დასაოჯახებლად ჯერ პატარაა, მაგრამ პოტენციურ სასიძოთა რიცხვში საპატიო ადგილს იკავებს.

კალათბურთელი ვიკა სანიკიძე სპორტსმენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საქართველოში, მას ყველა იცნობს. ვიქტორი მხოლოდ კარგი თამაშით არ გამხდარა ცნობილი, მასზე ხშირად იწერება ყვითელ პრესაში. ჯერ კიდევ წლების წინ მისი და თამუნა მუსერიძის არშემდგარ ''ლავ სთორიზე'' წერდნენ. დიდხანს ლაპარაკობდნენ მისი და ქრისტინე იმედაძის ურთიერთობაზეც. ბოლო დროს კალათბურთელმა წვერი უჩვეულოდ გაიზარდა, რაც ძალიან არ მოსწონთ მის თაყვანისმცემლებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია