დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება

დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება

დამრიგებლებისთვის მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სავალდებულო ხდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობასთან დაკავშირებით ახალ პროგრამებს იწყებს, რომელთა პრეზენტაცია დღეს მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამართა.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მშობელთა ჩართულობის პროგრამა სხვა ქვეყნებში პოპულარულია, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე.

მისივე თქმით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ჩანაწერი კლასის დამრიგებლებს დაავალდებულებს, იქონიოს მშობელთან მუდმივი და სტაბილური კომუნიკაცია.

"ეროვნული სასწავლო გეგმის ჩანაწერის მიხედვით, წარმოვადგენთ დეტალურ გზამკვლევს, სადაც კარგად იქნება ჩამოყალიბებული, როგორი უნდა იყოს ფორმატი, სიხშირე, კომუნიკაციის თემები. ჩვენ შემოვიფარგლებით მოსწავლის ქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ იმფორმაციის მიწოდებით, რომელიც მშობელს გარკვეული ანალიზის საშუალებას მისცემს. ასევე, მშობელს მიეწოდება შვილის ქცევასთან და მოსწრებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომლის ნაწილი შესასრულებელი იქნება სახლის პირობებში, ნაწილი კი - სასკოლო აქტივობებში", - განმარტა თამარ სანიკიძემ.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებლის მოვალეობებს შორის არის მშობლის რეგულარული ინფორმირება მოსწავლის მიღწევების შესახებ არანაკლებ თვეში ერთხელ, კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით, პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.

მინისტრის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია დამრიგებელს პასუხს მოსთხოვს.

გარდა ამისა, 2015 წლის იანვრიდან უწყება ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით მშობელთა განათლების პროგრამის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს მშობელთა ინფორმირებას ისეთ თემებზე, როგორებიც არის სახლში სწავლისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მოზარდის ჰიგიენური ნორმების დაცვა, ბავშვის საჭიროებების გამოვლენა და ა.შ.

ასეე, მინისტრის განცხადებით, 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების საგანმანათლებლო პროგრამები, მოხდება მშობელთა გადამზადება და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.

როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, მშობელთა განათლების პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა სამინისტროს მიზანია, პროგრამაში ყველა მშობელი ჩაერთოს.

განათლების მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემუშავდება საგანმანათლებლო რესურსები, დეტალური გზამკვლევნი და რეკომენდაციები, რომლებიც სკოლების ადმინისტრაციას მიეწოდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია