წამლების ჩამონათვალი, რომელიც 10-15%-ით გაძვირდა

წამლების ჩამონათვალი, რომელიც 10-15%-ით გაძვირდა

"როცეფინი" - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, "კოკარმიტის" ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, "ატორისი" 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, "ნოშპა" - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, "კორდარონი" 7 ლარიდან 8,60 ლარამდე და ა.შ. საერთო ჯამში კი, ბოლო 4 თვის განმავლობაში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა საშუალოდ 10-15%-ით მოიმატა, თანაც, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა. ამიტომაც სპეციალისტები წამლების გაძვირებას მორიგ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მედიკამენტების თუნდაც 5%-ით გაძვირების არანაირი მიზეზი არ არსებობდა.

როგორც ცნობილია, 1-ელი სექტემბრიდან მედიკამენტების დიდი ნაწილი, I და II ჯგუფის წამლები მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება - სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ბოლო დღეებში მთავარი მოვლენა გახდა. მოსახლეობა მის ცხოვრებაში რეცეპტის შემოსვლამ ისე შეაშინა, რომ აფთიაქებში მედიკამენტების ყიდვის მსურველთა რიგები დადგა. ამასთანავე, ცეცხლზე ნავთი დაასხა ფარმაცევტული კომპანიების ესემეს შეტყობინებებმა, რომელიც მოსახლეობას მედიკამენტების მარაგების შექმნისკენ მოუწოდებდა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კი საზოგადოება დაამშვიდა და განაცხადა, რომ მედიკამენტები არ გაძვირდება, მეტიც, არც მათი დეფიციტი და არც შეძენის პრობლემა არ შეიქმნება.

თუმცა აფთიაქებში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასმა უკვე მოიმატა და თანაც დაახლოებით 10-15%-ით. აგვისტოდან დღემდე "როცეფინი" - 13,50 ლარიდან 15,53 ლარამდე გაძვირდა, "უოკარმიტის" ნემსებზე ფასმა 17,20 ლარიდან 19,35 ლარამდე მოიმატა, "ატორისი" 12,35 ლარიდან 12,96 ლარამდე გაძვირდა, "ნოშპა" - 6,60 ლარიდან 6,95 ლარამდე, "კორდარონი" 7 ლარიდან 8,60 ლარამდე, "ენეტროლი" 6,60 ლარიდან 6,90 ლარამდე და ა.შ.

მედიკამენტების გაძვირების პროცესი კი დღეს, ან თუნდაც 3 თვის წინ არ დაწყებულა. მართალია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წამლები გაიაფდა, რაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა უკვე მოგვიანებით თითქმის ყველა მედიკამენტი ისევ გაძვირდა.

2013 წლის დასაწყისში საერთო სურათის შესაქმნელად "რეზონანსმა" რამდენიმე მედიკამენტის ფასი შეადარა ერთმანეთს (რა ღირდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ). ამ შედარებისას გაიაფება თვალშისაცემი იყო. 2014 წლის მაისისთვის ისევ ამ მედიკამენტების ფასებით დავინტერესდით და მათი გაძვირება ასევე თვალშისაცემი აღმოჩნდა.

მედიკამენტი "ატორისი" (20 მგ. 30 აბი) თბილისის აფთიაქებში არჩევნების შემდეგ 11,90 ლარი ღირდა, 2014 წლის მაისში 12,30-12,35 ლარი, ახლა კი 12,96 ლარი. "როცეფინი" (1 მგ-იანი) არჩევნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში 12,35 ლარი ღირდა, შემდეგ 13,50 ლარი, ახლა კი 15,53 ლარი, "ნოშპა" 5,40 ლარიდან ჯერ 6,60 ლარამდე გაძვირდა, შემდეგ კი უკვე 6,95 ლარამდე. ასევე ფასებმა მოიმატა სხვა დანარჩენ მედიკამენტზეც.

"ფარმაცევტულ კომპანიებთან კომუნიკაცია სულ გვაქვს. ისინი დაგვპირდნენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღება არ იქონიებდა გავლენას ფასებზე და არც დეფიციტი არ შეიქმნება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ფასების ცვლილება, გადახედეთ და ნახავთ, ზოგიერთ პრეპარატზე ფასები იმატებს, ზოგიერთზე კი პირიქით იკლებს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოების აქცენტი გადატანილია იმ პრეპარატებზე, რომელიც გაძვირდა.

"ჩვენ ფასების რეგულირებაში ვერ ვერევით, რადგანაც ეს კერძო, დამოუკიდებელი კომპანიებია. ეს არის, ასე ვთქვათ, კერძო ინდუსტრია, თუმცა ისინი გვარწმუნებენ, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის", - აცხადებს სერგეენკო.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია