კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:18 / 22-08-2014
კაცი, რომელმაც საქართველოში თავზე წყლის გადასხმის ვირუსი გაავრცელა - რა თანხა შეგროვდა საყოველთაო ქველმოქმედებით
ბორის კიკნაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 6 დღის წინ თავზე ცივი წყალი გადაისხა და ქართველებს ქველმოქმედებისკენ მოუწოდა. დიახ, ეს "ვირუსი" სწორედ მან გაავრცელა ჩვენში პირველად, რომლშიც ადამიანები სიამოვნებით და ინტერესით ერთვებიან.

ბორისი საქველმოქმედო ფონდის - Wehelp.ge -ის დამფუძნებელია. აღნიშნული ფონდი 2013 წლის სექტემბერში დაარსდა და მაშინვე დაიწყო ქველმოქმედება, - პირველი ბენეფიციარის დახმარება.

Ambebi.ge ბორის კიკნაძეს შეეხმიანა:

- მომხმარებლისთვის თავიდანვე დავიწყეთ ონლაინ სერვისის მეშვეობით სხვადასხვა სერვისის შეთავაზება, რათა გაგვემარტივებინა ქველმოქმედება და უფრო გამჭვირვალე გაგვეხადა. დაახლოებით ერთი წელი შესრულდება, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

- უკვე რამდენ ადამიანს აღმოუჩინეთ დახმარება, თუ გაქვთ სტატისტიკა?
- ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენს ვებგვერდზე მთლიანობაში იყო და არის განთავსებული 24 ბენეფიციარი, მათგან 5 უკვე გადარჩა. 4 რეაბილიტაციას გადის, 3 პროცესშია და ა.შ. მთავარი ის არის, რომ თუნდაც 5 ადამიანის გადარჩენა უკვე შევძელით და ეს პროცესი მუდმივია და არ ჩერდება.

- რა დაავადებებთან გვაქვს საქმე და როგორი პაციენტები არიან ისინი?
- ძალიან ხშირად გვხდება ონკოლოგიური დაავადებები, ლეიკემია, რომელიც სამწუხაროდ, გავრცელებულია საქართველოში. გვქონია ექიმის დაუდევრობის შედეგად გართულებული დაავადებები, ანუ მხოლოდ განსაზღვრული ავადმყოფობებით არ შემოვიფარგლებით.

- ის 5 გადარჩენილი ადამიანი რით იყო დაავდებული?
- სხვადასხვა დიაგნოზი ჰქონდათ: ერთ-ერთი ლეიკემიით, იყო ხერხემლის სხვადასხვა დაზიანება, მხედველობა აღუდგათ და ა.შ.

- ერთი კვირაა, საქართველოში თქვენ მიერ დაწყებული აქცია გააქტიურდა, ბევრი ადამიანი ხალისითა და ინტერესით ერთვება ამ საქმეში. ეს სიხალისე და აქტივობა რამდენად აისახება ფონდში შესულ თანხებზე. ფულს ასეთივე წარმატებით რიცხავენ?
- ეს ბევრს აინტერესებს, მოიმატა თუ არა We help-ზე გადარიცხვებმა. საინტერესო სტატისტიკაა. 5 დღეა, დავიწყეთ ეს კამპანია და მხოლოდ დადებითად აისახა ამ ყველაფერზე ეს, იმიტომ, რომ გადმორიცხული თანხების რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. თან, ყოველდღიურად იზრდება და იზრდება. იმისათვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხა შეგროვდა, ინფორმაციას ჩვენს საიტზე განვათავსებთ. თანხა სოლიდურია,  ამიტომ მიმაჩნია, თუ ამ მოტივაციას საზოგადოება კვლავ შეინარჩუნებს, გარკვეული პერიოდით მაინც, მეტი ადამიანის გადარჩენას და დახმარებას შევძლებთ...

- როგორ ხდება იმის განსაზღვრა, ვის სჭირდება დახმარება?
- გვიკავშირდებიან თავად პაციენტები, ან მათი ახლობლები, ისე, თავად პაციენტები ერიდებიან პირადად დაკავშირებას და თავიანთი პრობლემის წარმოჩენას. მერე ვახდენთ სამედიცინო დოკუმენტაციის შედგენას, შედარებას. მივდივართ ადამიანთან, ვისმენთ მის ისტორიას, ვიწერთ ინტერვიუს და ვიდეოზე ვიღებთ. შემდგომ ვახდენთ ამ ისტორიის გადამოწმებას და უკვე ვათავსებთ ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენსავე ვებგვერდზე, საიდანაც ხალხს ადამიანების დაეხმარება შეუძლიათ.

- რაც შეეხება თანხას, ეს ნებაყოფლობითია თუ აუცილებელი?
- ნებაყოფლობითია. რადგანაც ქველმოქმედებაა, ამ მიმართულებით ყველას თავისი მიდგომა აქვს, ანუ რამდენის სურვილიც ექნებათ.

- თავიდან თითქოს ასე იყო, თუ არ გადაისხამდა, მაშინ თანხა უნდა გადაერიცხა...
- სხვათა შორის, ადამიანები წყალსაც ისხამენ და თანხასაც რიცხავენ. ორივე მოქმედებას ერთდროულად ასრულებენ. არის შემთხვევებიც, როცა რომელიმე მოქმედებით შემოიფარგლებიან. ეს ისევ და ისევ ნებაყოფლობითია. ამასთან,
ხალხი თავად წყვეტს, ვის გადაურიცხოს...

- თვითონ წყვეტენ?
- კი, თუ შეხვალთ ჩვენს ვებგვერდზე, როგორც მომხმარებელს, თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ, ვის დაეხმაროთ. თქვენზეა გადაწყვეტილების მიღება.
გვეკითხებიან, რა ფული რჩება თქვენთანო.

- მართლაც საკომისიო რამდენია?
- თავიდანვე ვთქვით, რომ 0% იქნება ჩვენი საკომისიო. ქველმოქმედებას მოგების კუთხით არ ვუყურებ. ამ ყველაფერში პირადი თანხები ჩავდე. რადგანაც მიმაჩნია, რომ თუ რაიმე კარგს აკეთებ, უნდა გააკეთო. არანაირ თანხას არ ვიღებთ, თუ ვინმე გამოჩნდება და ფონდს დაეხმარება.

- იქნებ გვითხრათ, ყველაზე მაღალი და დაბალი თანხა, რომელიც ჩაირიცხა?
- თანხის ლიმიტი არ არის განსაზღვრული. ყველაზე მინიმალური არის, ერთი ლარი და ყოფილა 1000-2000 ლარიც.

- სად და როგორ შეუძლიათ გადარიცხვა?
- მთავარი მაინც საიტის მეშვეობით გადმოირიცხვაა, ონლაინ, საკრედიტო ბარათების გამოყენებით და სისტემა ავტომატურად ბევრ რამეს აგვარებს. ვისაც არ აქვს ამის საშუალება, ქუჩაში არსებული "ფეიბოქსებშიც" არის ფანჯარა სხვადასხვა ქველმოქმედებისთვის და იქ შეგიძლიათ შესვლა და მერე WeHelp-ის მოძებნა. ასევე ზოგიერთ ბენეფიციართან გააქტიურებული გვაქვს მობილურის მომსახურება.

- მოკლედ, თქვენ მიერ აგორებულ ვირუსში მეც ჩავერთე. გამოწვევა მივიღე - თავზე ცივი წყალი გადავისხი და შესაბამისად Wehelp.ge-ზე გადავრიცხავ თანხას...

ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
13:43 / 24-08-2014
ნანა
0
ეს არ არის მათხოვრობა. ყველას არ აქვს საშუალება ბანკში გადარიცხოს თანხა ტელეფონით გადარიცხული თითოეული ლარი შეიძლება ვინმესთვის გადარჩენის შანსი იყოს.
10:20 / 24-08-2014
dea
0
გაიხარე კარგო, იმრავლონ ტკვენისტანა ახალგაზრდებმა, როგორც გულიტ ისე ვიზუალურად.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:23 / 20-10-2017  Image 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია
11:38 / 20-10-2017  Image ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
21:25 / 19-10-2017  Image ინციდენტი ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე - თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა
+PHOTO "არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49