მორიგი ინციდენტი "კაზანტიპზე" - პოლიციამ ტერიტორია ორ ადამიანს დაატოვებინა

მორიგი ინციდენტი "კაზანტიპზე" - პოლიციამ ტერიტორია ორ ადამიანს დაატოვებინა

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ინციდენტის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "კაზანტიპის" ტერიტორია ორ ადამიანს დაატოვებინეს, ერთი გოგონაა, მეორე კი - მამაკაცი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, აღნიშნული ადამიანები აწუხებდნენ სტუმრებს, რის გამოც მათ კაზანტიპის ტერიტორიაზე  აღარ შეუშვებენ.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მათაც გაუწიეს წინააღმდეგობა. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ინციდენტის შედეგად ხელიც ჰქონდა გაკაწრული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "კაზანტიპის" ტერიტორიიდან გაძევებულები რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია