''ზუსტად იმდენივე მეგობარი მყავს, რამდენი მკითხველიც - ჩემს ტექსტებს''

''ზუსტად იმდენივე მეგობარი მყავს, რამდენი მკითხველიც - ჩემს ტექსტებს''

ახალგაზრდა პოეტი ბექა ახალაია ბოლო ხანს იბეჭდება პერიოდულ პრესაში, თუმცა ალბათ უფრო მეტი მკითხველი ინტერნეტსივრცეში ჰყავს. ბოლო ხანს არაერთი ლექსი მიუძღვნა შვილს - ტიდას, სწორედ მისი ''შემოძახილი'' აღვიძებს ბექასა და მის მეუღლე ანას ყოველ დილას...

სახელი გვარი, დაბადების თარიღი და პროფესია

ბექა ახალაია. დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, 1986 წლის 9 იანვარს. ვარ პოლიტოლოგი, თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია.

პირველი მოგონება, რაც ბავშვობიდან დღემდე მახსოვს...

ასეთს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ბავშვობა მაგონდება, როგორც ერთი დიდი გაზაფხული, თითქოს წელიწადის სხვა დროები არც ყოფილიყოს.

ჩემი დილა იწყება...

ჩემი შვილის ''შემოძახილით'' თავისი ლოგინიდან, აქაოდა, მე გავიღვიძე, თქვენ რა გაძინებთო.

ჩემი ოჯახი...

მყავს დედ-მამა, უმცროსი და, ცოლი ანი მატისი, რომელიც ასევე წერს და წლის და ორი თვის უსაყვარლესი გოგონა - ტიდა.

წერა დავიწყე, როცა...

სურვილი გამიჩნდა, მიმებაძა ჩემი საყვარელი ავტორებისთვის.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია