როგორ იხსენებს ნიკა ქავთარაძე თავისი დაკავების ამბებს

როგორ იხსენებს ნიკა ქავთარაძე თავისი დაკავების ამბებს

ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე შვიდ აგვისტოს ოთხ მეგობართან ერთად გონივრული ეჭვის საფუძველზე დააკავეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ მეგობრები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ანალიზებმა საპირისპირო რამ დაამტკიცა და ისინი იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

ამ ამბის შემდეგ ნიკა ქავთარაძემ გადაწყვიტა, ბოლომდე იბრძოლოს იმ კანონის შესაცვლელად, რომლის მიხედვითაც პოლიციელებს ადამიანების გონივრული ეჭვის საფუძველზე დაკავება შეუძლიათ.

- ნიკა, მართლა ფიქრობ, რომ რადგან''სოციალურ ცელში'' ირაკლი ღარიბაშვილზე ხშირად ხუმრობ, იმიტომ დაგაკავეს?

- ამ ყველაფერს ასე ჟურნალისტურად ნუ უყურებთ. ჩემი დაკავების მთავარი მიზეზი ზოგადად პოლიტიკაა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშია. ადამიანის დაკავების საფუძველზე მაქვს საუბარი. შეიძლება, ვიღაც შენზე ნაწყენი იყოს და ამის გამო დაგაკავოს, მაგრამ კანონი ამაში ხელს არ უნდა უწყობდეს. სამწუხაროდ, კანონში არის ძალიან უცნაური დეტალები, რომლებსაც პოლიციელები სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი გონივრული ეჭვის საფუძველზე დააკავონ ადამიანი. ვფიქრობ, მოსახლეობა კარგად არ არის გარკვეული ამ საკითხში და როცა ვინმეს იჭერენ, მასზე მაშინვე ამბობენ, რომ დამნაშავეა. ეს არასწორია. პრობლემა ისაა, რომ კანონი პოლიციელებს აძლევს უფლებას, ტყუილად დაიჭირონ. გადაიყვანონ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და ა.შ. შარდში მარიხუანა ყველაზე დიდხანს რჩება - 45 დღე. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი არასწორი კანონია. დაკავების მომენტში მოწეული რომც არ გქონდეს, მაინც დამნაშავე ხარ.

- თქვენი დაკავების მომენტში საეჭვო არაფერი ყოფილა? პოლიციელები მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე მოქმედებდნენ?

- ჩვენს ქმედებაში არაფერი საეჭვო არ ყოფილა. ოთხი მეგობარი ვიდექით ქუჩაში და მეგობრის ოფისში შევდიოდით. მოვიდა პატრული და გამოგვართვა საბუთები. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ფხიზლები არ ხართო და დაგვაკავეს. კანონის მიხედვით, მათ ამის უფლება აქვთ. შეიძლება, მეც მქონდეს გონივრული ეჭვი, რომ ვინმეს ხელისუფლებაში არ მოვწონვარ და იმიტომ დამაკავეს, მაგრამ ამის დამტკიცება რთულია. ეს არაა ჩემი ბრძოლის მიზანი ამ შემთხვევაში. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ რამდენიმე მთავრობის პირობებში და კანონი ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით მი-ღებულია კომუნისტების დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში. მას მერე არაფერი შეცვლილა და შესაბამისად, ეს კანონი არაა დემოკრატიული. ჩვენ მუდმივ რეჟიმში უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არაადამიანური კანონია. მას ყოველთვის გამოიყენებს პოლიცია სტატისტიკის საწარმოებლად, ზოგჯერ პირადი ანგარიშსწორებისთვის და ა.შ.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, თავისთავად საეჭვოა, რომ ოთხი დაკავებულიდან ორი''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი ვართ, მაგრამ ეს ეჭვი ვერ იქნება არგუმენტი. ჩემი დაკავების გამო სახალხო დამცველის აპარატს შევხვდი და რამდენიმე იურისტი თავად დაინტერესდა. ზოგადად ვაპირებ, ვიყო ერთ-ერთი მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტყუილად აკავებენ. თუნდაც რამე ჰქონდეს ადამიანს მიღებული, საეჭვოდ თუ არ გამოიყურება, არ უნდა დააკავო. შენ შეიძლება, ვიღაცის გონივრული ეჭვის საფუძველზე რვა საათი იჯდე.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია