სტატისტიკამ საქართველოში ერთი ადამიანის არსებობისთვის დღეში 4,8 ლარი განსაზღვრა

სტატისტიკამ საქართველოში ერთი ადამიანის არსებობისთვის დღეში 4,8 ლარი განსაზღვრა

"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთი შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 144,7 ლარს შეადგენს, ოთხსულიანი ოჯახის კი - 256,3 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა დღეში 4,8 ლარი, ოჯახმა კი 8,5 ლარი უნდა იმყოფინოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სტატისტიკამ ერთი ადამიანის არსებობისთვის დღეში 4,8 ლარი განსაზღვრა.

"ამასთან საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივლისში ივნისთან შედარებით 4,9 ლარით ნაკლებია. წლის მანძილზე ყველა მაქსიმალურ ნიშნულს საარსებო მინიმუმმა აპრილში მიაღწია და 155,6 ლარი შეადგინა", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღნიშნულ მონაცემს ეჭვის თვალით უყურებენ ექსპერტები. სპეციალისტები თვლიან, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, რომლის წილი საარსებო მინიმუმში 70%-ს შეადგენს, შეუძლებელია, ადამიანის საარსებო მინიმუმი იყოს 144 ლარი", - წერს სტატიის ავტორი.

"3-4 წლის წინ იგივე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საარსებო მინიმუმი 160 ლარზე მეტი იყო. დღეს, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა თვეში 144,7 ლარი იმყოფინოს. შესაბამისად, აღნიშნულმა მაჩვენებელმა იმის გამო, რომ არ მოხდა მისი დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება, თანდათანობით დაკარგა თავისი გამოყენებითი ღირებულება", - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.

"საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი ხუმრობა- ტაქსისტებს მანქანაში მრიცხველი იმისთვის სჭირდებათ, მგზავრებს დაედგინათ განსხვავება რამდენი იყო გადასახადს და ტაბლოზე დაწერილ თანხას შორის. ფაქტორივად, დღევანდელი სტატისტიკური მონაცემები შეიძლება მხოლოდ ერთადერთი რამისთვის გამოვიყენოთ, რომ განვსაზღვროთ ის სხვაობა, რომელიც არსებობს რეალურ საარსებო მინიმუმსა და ოფიციალურ მონაცემს შორის. თავად ამ ოფიციალურ მაჩვენებელს არავითარი გამოყენებითი ღირებულება არ გააჩნია", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

"ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი კი ამბობს, პრობლემა არა დღიური ხარჯის მოცულობაა, არამედ ის, რომ ბევრ ადამიანს დასახარჯად და საკუთარი მოთხოვნილების მცირედით დასაკმაყოფილებლად ეს 4,8 ლარიც არა აქვს. "სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომ დღიური ნორმა არის 4,8 ლარი, მაგრამ იგივე სამსახური არაფერს ამბობს მოსახლეობის რა ნაწილი ხარჯავს დღეში ამაზე ნაკლებ თანხას. არადა, სტატისტიკას შეუძლია დათვალოს თუ რამდენი ადამიანი ხარჯავს საარსებო მინიმუმის დღიურ ნორმაზე ნაკლებს. საქართველოში მოსახლეობის 80% რომ ღარიბია, ეს გაეროს მიერ არის დადგენილი. აქედან, 35% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 45% კი არის ღარიბი. ესენი არიან განწირული ადამიანები, რომლებიც არიან მხოლოდ პურზე და მათი შემოსავალი სხვა ხარჯს ვერ ფარავს", - დასძენს ზვიად კანდელაკი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია