საქართველოდან რუსეთში შესაძლოა, ცხვრის, თევზის და თაფლის ექსპორტიც განხორციელდეს

საქართველოდან რუსეთში შესაძლოა, ცხვრის, თევზის და თაფლის ექსპორტიც განხორციელდეს

ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის სიას შესაძლებელია დაემატოს ცხვარი, თევზი და თაფლი, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრა შედგა "როსსელხოდნადზორის" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის.

"რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი. შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს და ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია