შეიძლება თუ არა აფხაზეთში ცივილური ბიზნესის წარმოება? - "ფორბსის" რეპორტაჟი

შეიძლება თუ არა აფხაზეთში ცივილური ბიზნესის წარმოება? - "ფორბსის" რეპორტაჟი

ბანკების საკრედიტო თანხების უკმარისობა, საერთაშორისო გადახდის სისტემების მუშაობის შეჩერება, მსხვილი დასავლური კორპორაციებიდან პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები... ეს რუსეთის ბიუჯეტის პროგნოზები არაა, ასეთია აფხაზეთის ეკონომიკის რეალობა. რუსეთი აფხაზეთს პირველად ექვსი წლის წინ დაეხმარა, მას შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში 12 მილიარდი რუბლი ჩადო. როგორ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეკონომიკა და ამოიღებს თუ არა ოდესმე რუსეთი თავის ინვესტიციებს?

აფხაზეთის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი რაულ ხაჯიმბა ფორბსთან ინტერვიუში ყვება: "თუ გამოჩნდა ინვესტორი, აუცილებელია მისი და მისი ინვესტიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა" - ამბობს წარსულში მთავარი ოპოზიციონერი და ამჟამად აფხაზეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი.

ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შემსრულებელ ვალერი ბგანბას საქმე მთლად კარგად არ მისდის. მისი ადმინისტრაციის წინ ხალხია შეკრებილი. რესპუბლიკის ყველაზე დიდი სუპერმარკეტის "კონტინენტის" ასზე მეტი თანამშრომელი თავისი ინვესტორის, იგორ ვაროვის დასაცავად გამოვიდა. მომიტინგეების თქმით, მაღაზია აფხაზურმა უმცირესობამ დაიკავა და ჩუმად ქურდავენ კიდეც მას.

ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთში მესაკუთრის მაგივრად თანამშრომლები მიდიოდნენ პრეზიდენტთან, მაგრამ ასეთი რამ მარტივად ხდება აფხაზეთში. აფხაზეთში მთავრობის მცდელობა, რომ ხალხთან კონტაქტზე არ გავიდეს, თვითმკვლელობის ტოლფასია. ანქვაბს ასეთმა საქციელმა პრეზიდენტის პოსტი დააკარგვინა. რაულ ხაჯიმბა ანქვაბის გადადგომას პირდაპირ უკავშირებს იმას, რომ ანქვაბი ხალთან სასაუბროდ არ გავიდა. "ყველაფერი მარტივად შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ პრეზიდენტი ფაქტობრივად ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთის საბრძოლო ბაზას შეაფარა თავი. ქვეყანაში თითქმის იგივე მოხდა, რაც კიევში - ხელისუფლება დაპყრობის წესით შეიცვალა, პრეზიდენტმა კი უფლებამოსილება დაკარგა იმის გამო, რომ მან რაღაც დროით ადმინისტრაცია დატოვა. მე არ გამიგია, რომ იანუკოვიჩს გადადგომაზე ხელი მოეწეროს, ანქვაბმა კი მოაწერა" - ყვება ხაჯინბა. უკრაინისგან განსხვავებით აფხაზეთში გადატრიალება შინაგანი ძალების გარეშე მიდიოდა, ამიტომ მოსკოვი ხალხის გადაწყვეტილებისადმი ასე თუ ისე ლოიალური არმოჩნდა. ანქვაბმა იმედი გაუცრუა როგორც ხალხს, ისე კრემლს.

ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი ცდილობს ანქვაბის შეცდომები არ გაიმეოროს, ამიტომ ადმინისტრაციის წინ შეკრებილ ხალხს შესთავაზეს აერჩიათ ხუთი ადამიანი, ვისაც ბგანბას კაბინეტში შეუშვებდნენ.

"ჩვენ ვაროვის ("კონტინენტის" აქციების 68%-ის მფლობელი) ფულით გაგრა არ გაგვიჟღინთავს, არც აფხაზეთი. ასე მოქცევა არ შეიძლება. რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობს? 2002 წლიდან! ამ დროის განმავლობაში გაგრაში ერთი ახლო მეგობარიც არ გაუჩენია! მითხარით, ვისთან დადის სტუმრად? თუ არ გამოვა მოსალაპარაკებლად, ვერაფრის გადაწყვეტას ვერ შევძლებ" - განუცხადა ბგანბამ მისულებს.

თუ ვაროვი არ წავა აფხაზებთან მოლაპარაკებაზე, ბგანბა პირობას დებს, რომ შეთანხმებას დაარღვევს და მაღაზიას სახელმწიფოს ხელმძღვანელობას გადასცემს. ასე დასრულდა ხალხთან შეხვედრა. აუღიარებელი სახელმწიფო არა კანონის, არამედ მოლაპარაკების უნარის გამო განაგრძობს არსებობას. ანქვაბმა ვერ მოახერხა ხალხთან მოლაპარაკება და გადადგა. ვაროვი ვერ შეძლებს მოლაპარაკებას პარტნიორებთან და ჩამოართმევენ მაღაზიას.

აფხაზეთის ფული

მობილური კავშირი აფხაზეთში გაცილებით გვიან შევიდა, ვიდრე რუსეთში, თუმცა ეს იქამდე მოხდა, სანამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდებოდა. 2000 წლის დაასაწყისში მობილური კავშირის "აკვაფონის" დამფუძნებელმა ალხას არგუნმა იპოვნა პარტნიორი, რომელმაც 300 000 დოლარი მისცა პროექტისთვის, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ არმოჩნდა. ამიტომ დაიწყო "მეგაფონთან" თანამშრომლობა, ამ უკანასკნელმა "აკვაფონში" 5 მილიონი დოლარი ჩადო.

"მეოთხე წელს ჩადებული ფული მთლიანად ამოვიღეთ" - ყვება "აკვაფონის" გენერალური დირექტორი. ამჟამად "მეგაფონს" "აკვაფონის" 51% ეკუთვნისა, 49% არგუნმა და მისმა ოთხმა პარტნიორმა გაიყვეს. არგუნის აქტივები 70 მილიონ დოლარადაა შეფასებული. წინა წელს "აკვაფონის" შემოსავალი 1,1 მილიარდ რუბლს შეადგენდა. კომპანია ქვეყანაში მთავარი გადასახადების გადამხდელია. იმდენივე შემოსავალს, რამდენიც "აკვაფონს" აქვს, ქვეყნის მთლიანი ტურისტული შემოსავალი უტოლდება. საკუთარი შემოსავლები რესპუბლიკას 3,2 მილიარდი რუბლი აქვს, ანუ 95 მილიონი დოლარი.

ცხოვრების სკოლები

ბოლო წლებში რუსეთი ფაქტობრივად აფხსაზეთის სპონსორია. 2009 წლიდან მოყოლებული რუსეთმა რესპუბლიკაში 12 მილიარდი რუბლი ჩადო. ანქვაბის პრეზიდენტობის დროს შენდებოდა ახალი სკოლები, საბავშო ბაღები, საავადმყოფოები, და კულტურის სახლები. თუმცა სოციალური პროექტები ნაკლებად უწყობდნენ ხელს რესპუბლიკის ეკონომიკის ზრდას. "მშვენებლობებზე სამუშაო ადგილებიც კი არ შექმნილა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ყველა მშენებლობაზე შუა აზიიდან მოყვანილი ხალხი მუშაობდა" - ამბობს რაულ ხაჯიმბა. ბოლო წვეთი გახდა სოხუმში სტადიონის მშენებლობა, რომელზეც 600 მილიონი რუბლი დაიხარჯა - ასე ფიქრობს ალხას არგუნი.

"მაგ სტადიონმა დაღუპა ანქვაბი. სტადიონის აღჭურვილობა ისე დგას, თითქოს მეტეორი ჩამოვარდა" - ამბობს არგუნი. "გზების და ხიდების გარეშე სოფელი მოკვდება, ნორმალური სკოლების, სტადიონების და საბავშვო ბაღების გარეშე ბავშვებს მომავალი არ ექნებათ და მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩებათ - ქუჩა და ნარკომანია" - განმარტა დეკემბერში თავის მიმართვაში პრეზიდენტმა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია