"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

"კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს - იმედგაცრუებული ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობს

მომავალ წელს "კაზანტიპი" შესაძლოა, საქართველოში აღარ ჩატარდეს "კაზანტიპის" ღონისძიება მომავალ წელს, შესაძლოა, აღარ ჩატარდეს. ამის მიზეზი კი, როგორც "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, ის არის, რომ "კაზანტიპის" ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხალხია და გაწეული დანახარჯის ამოღება შეუძლებელი იქნება.

მარშუნოკი უკმაყოფილოა ხალხის რაოდენობით, საცხოვრებელ სახლებში არსებული პირობებით, ასევე არსებული ფასებით. როგორც მარშუნოკი აცხადებს, რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა ფასები. მიუხედავად იმისა, რომ დაპირება სულ სხვა იყო.

მისივე განცხადებით, "კაზანტიპზე" ჩამოსულია 4-5 ათასი ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა და თუკი გაწეულ დანახარჯს ვერ ამოიღებენ, საშუალება აღარ იქნება, რომ "კაზანტიპი" საქართველოში ჩატარდეს. მისივე განცხადებით, თუკი ხალხი "კაზანტიპის" ღონისძიებიდან უკმაყოფილო წავა, შეიძლება ეს ფესტივალი, საერთოდ ვეღარ ჩატარდეს.

მარშუნოკმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "კაზანტიპზე" ძალიან ცოტა ქართველი იმყოფება. მან ქართველებს მიმართა და "კაზანტიპის" ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზა.

"მე მაქვს ასეთი კითხვა: რატომ არის, რომ საქართველო ხელს არ გვიწყობს, ჩვენ გვსურს, რომ ასეთი ლამაზი მუსიკა ვაჩუქოთ, საქართველო კი ზის და "ფეისბუქში" გვიყურებს ჩვენ. ეს სერიოზული საკითხია", - აღნიშნა მარშუნოკმა.

მისივე თქმით, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ "კაზანტიპს" მარტო მილიონერები ესწრებიან, ძალიან ცდებიან, რადგან "კაზანტიპს" ესწრება ახალგაზრდობა, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს.

გარდა ამისა, "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გზები ჩაკეტილია და საქართველოში სტუმრები ვერ ჩამოდიან, მათ შორის, ვერც რუსეთიდან.

ნიკიტა მარშუნოკის ინფორმაციით, ორშაბათიდან "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესვლის ვიზები გაიაფდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია