რაში ხარჯავენ ბავშვის გაჩენაში აღებულ ფულს ქართველი სუროგატი დედები

რაში ხარჯავენ ბავშვის გაჩენაში აღებულ ფულს ქართველი სუროგატი დედები

ჩვენს რეალობაში ბევრი ოჯახური წყვილი დგება უშვილობის პრობლემის წინაშე – ეს ძალიან დიდი და დამთრგუნველი პრობლემაა. თუმცა მედიცინა საკმაოდ შორს წავიდა და გარდა სქესობრივი კავშირისა, არსებობს შვილის ყოლის ე.წ. "ხელოვნური" ხერხები – ხელოვნური განაყოფიერება და სუროგაცია, რომელსაც ჩვენი რელიგია საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს, მეტიც, პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეს დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას მიუძღვნა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა...

ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით საქართველოში არსებული სუროგაციისა და დონაციის ერთ-ერთი ცენტრის სამედიცინო კოორდინატორ თამუნა გაბუნიას და შევეცადეთ, ამ საკითხათან დაკავშირებული დეტალები გაგვერკვია.

- უპირველესად მაინტერესებს, საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების როგორი სტატისტიკა გაქვთ, წელიწადში რამდენი წყვილი მიმართავს ამ ხერხს? იმატა თუ იკლო ხელოვნური განაყოფიერების მაჩვენებელმა ბოლო წლებში?

- ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნური განაყოფიერების მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას წელიწადში დაახლოებით 450-500 წყვილი მომართავს.

- უმეტესად რა ასაკის წყვილები მოგმართავენ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციისთვის?

- გვყოლია პაციენტები 30 წლიდან ზემოთ, ეს ძირითადად დამოკიდებულია პოტენციური მშობლის სამედიცინო ჩვენებებზე, ასაკიც ამის შესაბამისად ისაზღვრება.

- თუ საიდუმლო არ არის, დაახლოებით რა თანხასთანაა დაკავშირებული ხელოვნური განაყოფიერება და ასევე სუროგაცია?

- ხელოვნური განაყოფიერება ქართველი პოტენციური მშობლისთვის დაახლოებით 3 500 ლარი ჯდება. ამ თანხაში არ შედის ლაბორატორიული გამოკვლევები და მედიკამენტები. ხოლო სუროგატი დედობის შემთხვევაში, შვილის ყოლის მსურველები მას 15 200 აშშ დოლარს უხდიან და 9 თვის განმავლობაში მეთვალყურეობენ.

- რამდენად პოპულარულია სუროგაცია საქართველოში, მაშინ როცა ჩვენი რელიგია სკეპტიკურადაა განწყობილი ამ საკითხისადმი?

- სამწუხაროდ, უშვილო წყვილი ბევრია, მათ ურჩევნიათ, თავიანთი გენეტიკის მატარებელი ბავშვი გაზარდონ და ხელოვნური განაყოფიერება ჩაიტარონ. მიუხედავად რელიგიის სკეპტიკური განწყობისა, შემიძლია ვთქვა, რომ სუროგაცია უკვე საკმაოდ აქტუალურია საქართველოში. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამებით, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ორსულობით წელიწადში დაახლოებით 60-70 ახალშობილი იბადება.

- საინტერესოა, ვინ არიან სუროგატი დედები - მათი ასაკი, სოციალური მდგომარეობა, ჰყავთ თუ არა ქმარი და იციან თუ არა მეუღლეებმა ცოლის სუროგატი დედობის შესახებ.

- სუროგატი დედა არის ჯანმრთელი ქალი 20-დან 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მინიმუმ ერთი შვილი უნდა ჰყავდეს გაჩენილი. მათ უმრავლესობას ჰყავს მეუღლე, აქვთ ოჯახი და ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ სუროგატ დედობას. საკმაოდ ბევრი სუროგატი დედა გვყოლია და გვყავს უმაღლესი განათლებით. რაც შეეხება მიზეზს, ძირითადად დღევანდელი სოციალური მდგომარეობის გამო მიმართავენ ისინი ფულის შოვნის ამ გზას.

- რა მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს სუროგატ დედებთან. მაგალითად, ხომ არ უნდათ, რომ ის მაინცდამაინც ქართველი იყოს...

- ქართველი პოტენციურ მშობლის ძირითადი მოთხოვნაა, რომ სუროგატი დედა იყოს ჯანმრთელი, ჰყავდეს ოჯახი, მეუღლე, შვილები, ეროვნებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან სუროგატი დედა გენეტიკურ კავშირში არ იმყოფება ემბრიონთან.

- რადგან ის იცით, რომ ქალები ძირითადად სოციალური პრობლემების გამო ხდებიან სუროგატი დედები, თუ გაქვთ ინფორმაცია, შემდგომ რა მიზნებს ხმარდება ეს ფული?

- ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სახლ-კარი და უნდათ, რომ თავიანთ შვილებს შეუქმნან მომავალი. ასევე გვქონია შემთხვევა, როდესაც სუროგატი დედის შვილს ესაჭიროება საკმაოდ ძვირად ღირებული ოპერაცია და უნდა,

იხილეთ სრულად

"არის გარკვეული მონაცემები, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს" - ამირან გამყრელიძე

რატომ არის ლიზინგი სამშენებლო ბიზნესისთვის ახლა უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ოდესმე?

"თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია და სახლი დავამთავრე" - რა პირობა შეუსრულა თამრიკო ჭოხონელიძემ გარდაცვლილ მამას?