თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განაცხადა. მისი თქმით, ტენდერების შეწყვეტის მიზეზი ის არის, რომ ხელშეკრულებები არაკვალიფიციურად არის შედგენილი.

"შეწყვეტილია 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, აღნიშნულის მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ხელშეკრულებები იყო შედგენილი არაკვალიფიციურად. არ იყო განსაზღვრული, მკაფიოდ გამოკვეთილი კონტრაქტორთა ვალდებულებები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე გადაიხედება მთლიანად იურიდიული კუთხით და მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი", - აღნიშნა ხელაიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, მუდმივმოქმედი ჯგუფები იმუშავებენ და ტენდერებზე კონტროლს განახორციელებენ.

"მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხირდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, ამ მთლიანი კონტრაქტის 5% დაკავდება და მისი გადახდა მოხდება ორ ნაწილად, პირველი ნაწილი იქნება, როდესაც დასრულდება კონტრაქტი და მეორე ნაწილი, როდესაც დასრულდება შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა", - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, თბილისის მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ამას მიექცევა დიდი ყურადღება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჩერებულ პროექტთა შორის არის ზაჰესის სარკინიგზო ხიდის მშენებლობა, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია და სპორტული მოედნების მშენებლობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია