თემურ ქეცბაია - დადგა დრო, რომ ირლანდიას მოვუგოთ

თემურ ქეცბაია - დადგა დრო, რომ ირლანდიას მოვუგოთ

დადგა დრო, რომ ირლანდიას მოვუგოთ, - ამის შესახებ საფეხბურთო ცენტრ "ბასაში" გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ირლანდიასთან ხუთი თამაში აქვს ჩატარებული და მათგან არც ერთი არ მოუგია.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები გააკეთებენ იმას, რაც გასაკეთებელია და გაახარებენ გულშემატკივარს. ირლანდია საკმაოდ მაღალი დონის გუნდია. ყველა ფეხბურთელი მაღალ დონეზე თამაშობს. აქამდე 5 თამაში ვითამაშეთ და ვერც ერთი ვერ მოვუგეთ. დადგა დრო, რომ მოვუგოთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ირლანდიის დონის გუნდებთან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებით თამაში რთული იქნება.

"ირლანდიის დონის გუნდებთან მხოლოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელების თამაში ძნელია. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭებათ ლეგიონერებს, რომლებიც უკვე თამაშობენ მაღალ დონეზე და არიან უფრო გამოცდილები. თუმცა შემადგენლობაში დარჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც თავს გამოიჩენენ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩში საქართველო ირლანდიას თბილისში, "დინამო არენაზე" 7 სექტემბერს დაუპირისპირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია