24 ქვეყნისთვის გაუქმებული სავიზო რეჟიმი და ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

24 ქვეყნისთვის გაუქმებული სავიზო რეჟიმი და ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც მოკლევადიანი მიზნებისათვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

ეს ქვეყნებია:

1. ავსტრალიის თანამეგობრობა

2. ავსტრიის რესპუბლიკა

3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4. ალბანეთის რესპუბლიკა

5. ამერიკის შეერთებული შტატები

6. ანდორის სამთავრო

7. ანტიგუა და ბარბუდა

8. არაბთა გაერთიანებული საამიროები

9. არგენტინის რესპუბლიკა

10. ახალი ზელანდია

11. ბარბადოსი

12. ბაჰრეინის სამეფო

13. ბაჰამის თანამეგობრობა

14. ბელარუსის რესპუბლიკა

15. ბელგიის სამეფო

16. ბელიზი

17. ბოსნია და ჰერცეგოვინა

18. ბოტსვანის რესპუბლიკა

19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20. ბრუნეი-დარუსალამი

21. ბულგარეთის რესპუბლიკა

22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23. დანიის სამეფო

24. დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;

27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28. დომინიკის რესპუბლიკა

29. ელ-სალვადორი

30. ეკვადორის რესპუბლიკა

31. ესპანეთის სამეფო

32. ესტონეთის რესპუბლიკა

33. თურქეთის რესპუბლიკა

34. თურქმენეთი

35. იაპონია

36. ირლანდიის რესპუბლიკა

37. ისლანდია

38. ისრაელის სახელმწიფო

39. იტალიის რესპუბლიკა

40. კანადა

41. კატარის სახელმწიფო

42. კვიპროსის რესპუბლიკა

43. კოლუმბიის რესპუბლიკა

44. კორეის რესპუბლიკა

45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46. ლატვიის რესპუბლიკა

47. ლიტვის რესპუბლიკა

48. ლიბანის რესპუბლიკა

49. ლიხტენშტაინის სამთავრო

50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51. მავრიკის რესპუბლიკა

52. მალაიზია

53. მალტის რესპუბლიკა

54. მექსიკის შეერთებული შტატები

55. მონაკოს სამთავრო

56. მოლდოვის რესპუბლიკა

57. მონტენეგრო

58. ნიდერლანდების სამეფო

59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60. ნორვეგიის სამეფო

61. ომანის სასულთნო

62. პანამის რესპუბლიკა

63. პოლონეთის რესპუბლიკა

64. პორტუგალიის რესპუბლიკა

65. რუმინეთი

66. რუსეთის ფედერაცია

67. საბერძნეთის რესპუბლიკა

68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69. სან-მარინოს რესპუბლიკა

70. საუდის არაბეთის სამეფო

71. საფრანგეთის რესპუბლიკა

72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73. სეიშელის კუნძულები

74. სენტ-ვისენტი და გრენადინები

75. სერბეთის რესპუბლიკა

76. სინგაპურის რესპუბლიკა

77. სლოვაკეთის რესპუბლიკა

78. სლოვენიის რესპუბლიკა

79. სომხეთის რესპუბლიკა

80. ტაილანდის სამეფო

81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82. უზბეკეთის რესპუბლიკა

83. უკრაინა

84. უნგრეთი

85. ფინეთის რესპუბლიკა

86. ქუვეითის სახელმწიფო

87. ყირგიზეთის რესპუბლიკა

88. ყაზახეთის რესპუბლიკა

89. შვედეთის სამეფო

90. შვეიცარიის კონფედერაცია

91. ჩეხეთის რესპუბლიკა

92. წმინდა საყდარი

93. ხორვატიის რესპუბლიკა

94. ჰონდურასის რესპუბლიკა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს. იგივე წესი ვრცელდება იმ ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის კონკრეტული ვადები (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უზბეკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი).

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა.

საქართველოში შემოსასვლელი ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება. ვიზების მირება მხოლოდ საკონსულოებში იქნება შესაძლებელი, ”განსაკუთრებულ შემთხვევებში” კი - საზღვარზეც. ასეთ შემთხვევებს კი, საქართველოს მთავრობა დაადგენს.

იხილეთ ასევე: საქართველოს ვიზა 50 დოლარი ეღირება - რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი სექტემბრიდან

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია