ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა კახეთში, ყვარლის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩალის ტბის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ხანძარი ტყის მასივის დაახლოებით 15-20 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო გართულებულია სახმელეთო ტექნიკის და სახანძრო მანქანების გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით აქრობენ. ხანძრის ცალკეული კერები ლოკალიზებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ჯგუფები შემთხვევის ადგილზე არიან მობილიზებული და ვითარებას აკონტროლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია