გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს

გონიოში 2000 წლის წინანდელი რომაული აბანო აღმოაჩინეს

გონიოში მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა აბანოები, რომელიც რომაელმა მეომრებმა დაახლოებით ორიათასი წლის წინ ააშენეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

აბანოები ძველი ასპაროსის პორტთან აღმოაჩინეს, რომელიც რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ააშენეს. ამ ნაგებობის სიახლოვეს გადიოდა ერთადერთი ნორმალური გზა, რომელიც კოლხიდას რომაულ პროვინციებთან და მცირე აზიასთან აკავშირებდა.

”საერთოდ მეომრებისთვის მდიდრულ შენობებს არ აგებდნენ. ამიტომ გაგვიკვირდა, როდესაც იატაკზე მოხატული მოზაიკები აღმოვაჩინეთ” - ყვება გათხრების ხელმძღვანელი, დოქტორი რადოსლავ შიპერსკი.

მეორე სიურპრიზი არქეოლოგებისთვის აბანოს წლოვანება აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ის იმპერატორ ვესპასიანეს მმართველობის პერიოდში აშენდა. გონიოში გათხრებს ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ცენტრის ინსტიტუტი და ადგილობრივი მუზეუმის არქეოლოგები ატარებენ.

გონიოში ეს პირველი პოლონური ექსპედიციაა. მკვლევარები გათხრების გაგრძელებას მომავალი ორი წლის განმავლობაში აპირებენ. ”ჩვენ ვაპირებთ მთლიანად მოვახდინოთ აბანოს რესტავრაცია, რომ შემდეგ ის ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცეს” - დასძინა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

მომზადებულია nkj.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია