ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად 300 000 ლარი გამოიყო

ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად 300 000 ლარი გამოიყო

საქართველოში ჰეპატიტების გავრცელების პოპულაციური კვლევის ჩასატარებლად 300 000 ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით , ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრს დაევალა განახორციელოს 18 წელზე ზევით ასაკის 7 000 ბენეფიციარის სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე და ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვება; C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებით შემთხვევებზე გაღრმავებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება გენოტიპის დასადგენად; ეპიდემიოლოგიური მონაცემების, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევის შედეგების, აღრიცხვა სპეციალურ მონაცემთა ბაზებში; მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, საქართველოში B და C ჰეპატიტების დაავადებების საწინააღმდეგო სამოქმედო სტრატეგიის განსაზღვრა.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, "ეპიდზედამხედველობის პროგრამისათვის" გათვალისწინებული ასიგნებებიდან 300 000 ლარი გამოიყო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია