ეს თამაშიც მოვიგეთ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 12 ქულით დაამარცხა

ეს თამაშიც მოვიგეთ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 12 ქულით დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ამით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 22:15 მოიგო. II მეოთხედში პორტუგალიელებმა უკეთ ითამაშეს და სხვაობა შეამცირეს - 36:31.

მესამე მეოთხედის მერე, ვიქტორ სანიკიძისა და დუდა სანაძის კარგი თამაშის წყალობით, 52:45 ვიგებდით.

საბოლოოდ კოკოშკოვის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 71:59 და ჯგუფი 6-დან 4 მოგებით დაასრულა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია