საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ქართველი კალათბურთელები შესარჩევ E ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ავტომატურად მოხვდნენ "ევრობასკეტზე".

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებენ. მათ პირველი ადგილი პორტუგალიის დღევანდელი დამარცხებითა და უნგრეთის მიერ ჩეხეთის ძლევის შემდეგ მოიპოვეს. საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ექვს თამაშში ოთხი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ორში დამარცხდა.

ევროპის 2015 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ქვეყანამ ტურნირის მასპინძლობაზე უარი თქვა. 13 ივნისს ”ფიბამ” ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩემპიონატი უკრაინაში აღარ ჩატარდება. ამ დროისთვის, რამდენიმე ქვეყანა აცხადებს ევრობასკეტის მასპინძლობაზე პრეტენზიას. სავარაუდოდ, ”ფიბა” უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, თუ სად ჩატარდება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია