სახელმწიფო ვალიდან ყოველი მოქალაქის წილად 1 100 დოლარია

სახელმწიფო ვალიდან ყოველი მოქალაქის წილად 1 100 დოლარია

2013 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი 4, 202 მლრდ. დოლარი იყო, ხოლო 2014 წლის ივლისში 4, 038 მლრდ. დოლარი შეადგინა. გამოდის, რომ საქართველოს საგარეო ვალი გასულ წელთან შედარებით მცირედით შემცირდა. სულ სხვა ვითარება გვაქვს საშინაო ვალის მხრივ: 2014 წლის მდგომარეობით ჩვენი ქვეყნის საშინაო ვალი 1, 753 მლრდ. ლარია, ხოლო 2013 წლის ბოლოს სახელმწიფო საშინაო ვალი 1, 344 მლრდ. ლარი იყო. რა ტენდენციები შეინიშნება ვალის მართვის მხრივ და რამდენად საშიშია ის, რომ საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალი 8 მილიარდ ლარს ბევრად აღემატება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე გვესაუბრა.

სოსო არჩვაძე: "ზოგადად, ნებისმიერი სახელმწიფოს ვალი იზომება არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო ვალის მიხედვითაც. მართალია, 2013 წლის შემდეგ საქართველოს საგარეო ვალი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობა გვაქვს საშინაო ვალის მართვის მიმართულებით, სადაც შემცირების ნაცვლად ზრდას აქვს ადგილი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საშინაო ვალის ზრდის ტემპი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს, სულ მცირე, 3-3,5-ჯერ აღემატება, მდგომარეობა სულაც არ არის სასიხარულო. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ვალის 4/5 საგარეო ვალზე მოდის, ხოლო 1/5 _ საშინაო ვალზე, ეს უკანასკნელი მაინც ძალზე მნიშვნელოვანია. თუ საგარეო ვალი მცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ვალის შემცირების ტენდენცია იკვეთება. ბოლო წლების ტენდენცია კი ასეთი იყო: 2009 წლამდე საქართველოს სახელმწიფო ვალი მცირდებოდა, შემდეგ კი ზრდა დაიწყო და ეს პროცესი ჯერაც არ შეჩერებულა. აქვე ჩნდება კითხვა: რატომ იღებს სახელმწიფო ვალს? _ მის წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, თუ ძველი ვალების დასაფარავად? ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები: უზრუნველყოს თავისი ხალხის ნორმალური ცხოვრება და უსაფრთხოება, დაიცვას მართლწესრიგი და გარკვეული სოციალური დახმარება გაუწიოს თავის მოსახლეობას... თუ ამ ვალდებულებების შესრულებას არ ჰყოფნის სახელმწიფოს ფინანსური რესურსი, მაშინ ის იძულებულია დასახმარებლად მიმართოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს - მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს და ა.შ...

იხილეთ სტატია სრულად

http://www.bpn.ge/ekonomika/6011-sakhelmtsifo-validan-yoveli-moqalaqis-tsilad-1-100-dolaria.html?lang=ka-GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია