ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს მესამე პრიზიორს, ფრანგ ალაინ შმიტს დაუპირისპირდა და როგორც შარშან, წელსაც აჯობა.

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ჭრიკიშვილის ოქროს მედლის გარდა, ქართველ ძიუდოისტებს კიდევ ერთი მედალი აქვს მოპოვებული - ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია