აუცილებელი რჩევები, ბავშვი რომ იოლად შეეგუოს საბავშვო ბაღში სიარულს

აუცილებელი რჩევები, ბავშვი რომ იოლად შეეგუოს საბავშვო ბაღში სიარულს

ეჭვგარეშეა, რომ საბავშვო ბაღში მისვლა ახალი ეტაპია მის ცხოვრებაშიც და მისი მშობლების ცხოვრებაშიც. ამას ორივე მხრიდან ახლავს ბევრი სტრესი და ღელვა. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვის საბავშვო ბაღში მისვლა ოჯახური მასშტაბის ტრაგედიად არ იქცეს?

სხვა ბავშვების გვერდით აღზრდა პატარას დამოუკიდებლობასა და ყურადღებას გამოუმუშავებს. გარდა ამისა, თავიდანვე მიეჩვევა და ადვილად გამონახავს ხოლმე საერთო ენას თანატოლებთან. თუმცა როგორც წესი, ამ ეტაპს თან სდევს ბევრი სტრესი - დედასთან დაშორების, უცხო ადამიანების გარემოში მოხვედრის, კოლექტიურად ცხოვრების წამოწყების გამო. მით უმეტეს, თუ მას ბაღისთვის წინასწარ არ მოამზადებთ და უცებ აღმოჩნდება ამ ახალ და მისთვის უცხო სივრცეში.

სტრესები სხვადასხვანაირად გამოიხატება ხოლმე - ფრჩხილების კვნეტით, ენის ბორძიკით, ღამის შიშებით, აქამდე მისთვის უჩვეულო ისტერიკებით. დედა კარგად უნდა დააკვირდეს შვილის რეაქციებს, დაეხმაროს მას სტრესებთან ბრძოლაში, ხოლო თუ ეს სტრესები და ემოციები მეტისმეტად რთულია და მის ფსიქიკაზე დამანგრევლად აისახება, საერთოდაც უარი თქვას ამ ეტაპზე მის ბაღში ტარებაზე.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ბაღში მიყვანამდე:

სანამ საბავშვო ბაღში შეიყვანთ, მანამდე კარგი იქნება, თუ დაწესებულების დღის რეჟიმს გაეცნობით, გეცოდინებათ, რა პირობებთან მოუწევს შეგუება პატარას, რას მოითხოვენ მისგან და რით დაკავდება დღის განმავლობაში. შემდეგ ამის შესახებ თავად ბავშვს უამბეთ, ოღონდ, რა თქმა უნდა, პოზიტიური განწყობით. მოიგონეთ ამბავი, მაგალითად, როგორ წავიდა პატარა ბაჭია ბაღში, გაითამაშეთ სიტუაციები, ვითომ ბაღში ხართ და ა.შ. მასთან ერთად თქვენც უნდა გადალახოთ ეს ეტაპი, თამაშ-თამაშით და არა მუქარითა თუ ძალდატანებით, რომ მისთვის ტანჯვად არ იქცეს ბაღში სიარული.

იხილეთ მეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია