ვინ არის გოგონა, რომელიც რაგბის ყველა მატჩს იღებს

ვინ არის გოგონა, რომელიც რაგბის ყველა მატჩს იღებს

ია მირიანაშვილი ახალგაზრდა ფოტოგრაფია, მაგრამ, კოლეგებისგან განსხვავებით, ძირითად მიმართულებად სპორტი- კერძოდ კი რაგბი აირჩია. ყველაფერი რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად დაიწყო. პროფესიით დიზაინერმა დამ სპორტსმენებს ფორმა შეუკერა და ერთ დღეს ია სტადიონზე ფოტოგრაფის ამპლუაში გამოჩნდა.

''ბოლო წლებია, ყოველდღიურად ვიზრდები''

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ახლა 31 წლის ვარ. ფოტოგრაფია მოულოდნელად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს ჩემს დას, რომელიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, გამოფენისთვის სურათები სჭირდებოდა და ''ზენიტის'' ფირმის ფოტოაპარატი გამოვართვი და დამოუკიდებლად გადაღება დავიწყე. კარგად მახსოვს, პირველად თბილისის ძველ უბანში მიტოვებული ''ვოლგა'' გადავიღე. საოცარი შეგრძნება მქონდა, ყოველთვის იმას ვიღებდი, რაც მომეწონებოდა. რთულია, დღეს ვთქვა, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

- სამუშაოდ როდის იქცა?

- ბოლო წლებია, ყოველდღიურად ვიზრდები. მქონდა ინტერვალები, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაგბით დავინტერესდი, ყოველდღიურობად იქცა, რადგან სხვებიც მირეკავდნენ და გადაღებას მთხოვდნენ.

- ახალგაზრდა გოგონა რაგბის სამყაროში ფოტოგრაფად როგორ მოხვდი?

- ჩემი და დიზაინერია და მორაგბეების ფორმებზე მუშაობა რომ დაიწყო, ჩავერთე. ძალიან სასაცილოდ მახსენდება გადაღების პირველი დღე. იმდენად გავერთე, რომ მოულოდნელად შუაგულ სტადიონზე აღმოვჩნდი. თამაში ეშხში იყო შესული და ერთი-ერთი მორაგბე გადამეფარა, რომ ძალიან არ დავზიანებულიყავი. შემდეგ სტადიონიდან გამიყვანა. არ ვიცოდი, მატჩის დროს გადაღება ასეთი რთული თუ იქნებოდა. მერე ყველა მოთამაშეს შევუყვარდი. ბოლო დროს გამოფენებზეც ხშირად დავდივარ გადასაღებად, მაგრამ რაგბი უფრო ჩემია. ახალი სეზონიდან ისევ დავიწყებ გადაღებას.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია