ადიგენში მოკლულები ოჯახებში მიასვენეს

ადიგენში მოკლულები ოჯახებში მიასვენეს

ადიგენის რაიონში სოფელ ყარათუბნის შესასვლელში მოკლულები ოჯახებში მიასვენეს. რაც შეეხება გუშინ დაჭრილ ნარიმანაშვილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ერთი პირი კი დაიჭრა.

გარდაცვლილები არიან ამავე სოფლის მცხოვრები, ორი გვარად სირბილაძე, ერთი - ნარიმანაშვილი. მოკლულები 26-ის, 24-ის და 20 წლის იყვნენ.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა. ბრალდებულ დავით კუბლაშვილის ოჯახის წევრები კი სოფლიდან გაყვანილები არიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია