სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, საბაჟოზე ამბობენ, რომ წუხელ ძლიერი წვიმის გამო, საბაჟოზე ავტომატურად გაითიშა ელექტროენერგია და შესაბამისად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონული სისტემები. ამის გამო, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხრიდან ავტომანქანებისა და მოქალაქეების მიერ საზღვრის გადაკვეთა შეფერხებულია.

InterPressNews.Ge აღნიშნულის გამო ათასობით მოქალაქეს 4-5 საათი უწევს რიგში დგომა კონტროლის გასავლელად. რაც შეეხება ავტომანქანებს, ავტოკოლონის რიგი 3-4 კილომეტრს აღწევს.                                                      

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია