ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

საკმაოდ რთული აგვისტო გავიარეთ, როგორც პოლიტიკურად, ასევე კლიმატის მხრივ, თუმცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის კუთხით დადებითი ცვლილება მაინც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შვებულებების პერიოდია და ხალხი ისვენებს, პოლიტიკური პროცესები მაინც დუღს და როგორც ჩანს, სექტემბერში უფრო საინტერესო პროცესები გველის. ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვთხოვეთ, როგორც ძველი, ისე მოსალოდნელი პოლიტიკური მოვლენები შეეფასებინა.

- 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე მზე ლომის ზოდიაქოში მოძრაობდა. ლომი ძალაუფლების, ამბიციების ზოდიაქოა, მუდმივად ისწრაფვის საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად. რა თქმა უნდა, სხვადასხვა წელს ეს სხვადასხვა სირთულით ვლინდება, მაგრამ საქართველო ამ კუთხით გამორჩეულია, რადგან ჩვენს ქვეყანას ლომი მართავს. წელს წარმატებების პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში იმყოფება, მაგრამ შავი მთვარეც ლომის ზოდიაქოშია და ქვეყანა გამოცდების პერიოდს გადის. ამის შემდეგ მოსალოდნელია საქართველო გავიდეს თავისი განვითარების მაღალ საფეხურზე. ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა მზე გახლავთ, ამიტომ დგას ეს აუტანელი სიცხეები. ეს ადამიანების გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს. ეს არის მძიმე პერიოდი ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანებისთვის. თქვენ ყველა ნახავთ, ნოემბრის ბოლომდე კიდევ ბევრი ცვლილება იქნება სახელისუფლებო გუნდში. ის ადამიანები კი, რომლებმაც ადრე ბოროტად გამოიყენეს ძალაუფლება, შესაძლოა ციხეში მოხვდნენ, ან სხვა ფორმით ზღონ.

- ადრე ინტერვიუში გვითხარით, რომ გიგი უგულავას დაკავების ამბავს პროგნოზირებდით. რადგან მის ზოდიაქოში ნახეთ, რომ ის ციხეს აუცილებლად გაივლიდა. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რა ხდება?

- როდესაც სააკაშვილმა ძალაუფლების დაკარგვა დაიწყო, შავი მთვარე იყო კუროს ზოდიაქოში და საინტერესოა ისიც, რომ მისი დაბადების პერიოდშიც ასე იყო. უგულავას ჰოროსკოპი პირდაპირ აჩვენებდა, რომ ეს ადამიანი ციხეს გაივლიდა. რაც შეეხება მიშას ჰოროსკოპს, აქ პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, თუ ძალაუფლებას მატერიალური გაუმაძღრობისთვის იყენებდა, მის ცხოვრებაში დადგება პერიოდი, როდესაც უკიდურეს ფინანსურ გაჭირვებაში აღმოჩნდება. 29 ნოემბრამდე სამთავრობო გუნდში სელექცია მოხდება და ეს არც მარგველაშვილზეა დამოკიდებული და

არც ღარიბაშვილზე.

- ირაკლი ღარიბაშვილის ზოდიაქოზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- რამდენადაც ვიცი, ის კირჩხიბია. მიმდინარე წელი რთული ექნება, მაგრამ თუ საქმის კეთებაზე მოახდენს კონცენტრირებას, შესაბამის დივიდენდებსაც მიიღებს. რეალურად, ამ პერიოდში როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლება სერიოზულ გამოცდას გადის. მათ არაფერს შეარჩენს შავი მთვარე ლომის ზოდიაქოში.

- უკრაინაში დღემდე სერიოზული არეულობაა, საქართველოს ეს რამდენად შეეხება?

- არანაირად, თანამედროვე სამყაროში ნორმალურად ვპროგრესირებთ, რადგან ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინას სჯობს. შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და გაჩნდა სინათლე, გაკეთდა ბევრი რამ და ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახოს, მაგრამ როგორც კი ცუდის კეთება დაიწყო, მოვიდა ახალი ხელისუფლება და ამათ უფრო მეტი დემოკრატია შემოიტანეს ბიზნესის კუთხით. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ამოწურავს ეს ხელისუფლება თავს და შემდეგ სხვა მოვა. რაც მთავარია, ადვილად წასვლა ისწავლეს, რაც საქართველოში ყოველთვის პრობლემა იყო. ახლა მოხდება ჩინოვნიკური სისტემის გადარჩევა, რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. საქართველო ახლა ისეთ ტალღაზეა, თუ გავყვებით, საუკეთესო სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ცხოვრების დონის სტანდარტები ევროპულს გაუთანასწორდება. უნდა თუ არა ხელისუფლებას, საზოგადოება უკვე ხედავს, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში და იმავე მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას. ისტორია აიძულებს ქვეყნებსა და ერებს, პროგრესისკენ იარონ.

- შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში?

- მისი ჰოროსკოპი კარგად ვიცი და შეიძლება ითქვას, რომ 17 ივლისიდან მის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დაიწყო, როგორიც დაახლოებით 12 წლის წინ ჰქონდა. გარემოებები საშუალებას მისცემს, უფრო მეტი გააკეთოს და ის ავტორიტეტი მოიხვეჭოს, რაც სჭირდება. ამ მხრივ მწვანე შუქი აქვს ანთებული, მაგრამ როგორც კი დიქტატორულ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინვე დაკარგავს კარგის კეთების შანსს.

რაც შეეხება პოლიტიკაში მის დაბრუნებას, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეიძლება მოხდეს 22 ნოემბრის შემდეგ, ოღონდ არც ისე დიდი ხნით.

- მასზე ამბობენ, რომ ადვილად ენდობა ადამიანებს და შემდეგ ადვილადვე კარგავს მათ მიმართ ნდობას.

- ივანიშვილის ზოდიაქო მერწყულია, რაც ძალიან დემოკრატიული ნიშანია. ისე შეუძლია საზოგადოებაში თავის დაჭერა, არავის აგრძნობინებს, რომ მასზე ფინანსურად მაღლა დგას. თავის ისტორიას რომ გადახედოს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა, სწორედ ის ადამიანები უმტყუნებენ. ნდობის ხარისხი მართლაც მაღალი აქვს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია