"გთხოვთ, გახსოვდეთ" - რატომ იტირა პუტინთან შეხვედრაზე ქართული გვარის ახალგაზრდამ

"გთხოვთ, გახსოვდეთ" - რატომ იტირა პუტინთან შეხვედრაზე ქართული გვარის ახალგაზრდამ

30 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს შეხვდა. პრეზიდენტს შეკითხვებს ქვეყნის სხვადასხვა ოლქიდან ჩამოსული რუსი ახალგაზრდები უსვამდნენ. ერთ-ერთი მათ შორის ქართული გვარის მქონე მამაკაცი გია ენდელაძე იყო, რომელიც წინა რიგებში იჯდა უზარმაზარი ტრანსფარანტით - "თქვენი დახმარება მჭირდება". როდესაც კითხვის დასმის საშუალება მისცეს, მან პრეზიდენტს დახმარება სთხოვა საკუთარი ბაბუის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ხსოვნის შენარჩუნებისთვის.

"2007 წელს მოთხოვნა გავაგზავნე თავდაცვის სამინისტროს არქივში. მინდოდა მეტი გამეგო ჩემი ბაბუის წარსულის შესახებ. ამ დროს ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. ის მიყვებოდა ხოლმე, რომ ომში მონაწილეობა არ მიუღია და უბრალოდ, სწავლებაზე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროდან მივიღეთ პასუხი, რომ ის ომის მონაწილე იყო და ორდენიც მიუღია. მოვითხოვეთ, ცნობის დუბლიკატი გადმოეცათ, თუმცა გვითხრეს, რომ დოკუმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ ადამიანი ცოცხალია. ბაბუაჩემის ხსოვნა ჩვენი ოჯახისთვის სიმბოლოა. შეგიძლიათ, თქვენ მოაწეროთ ხელი დუბლიკატის გაცემის ცნობას? - ასეთი თხოვნით მიმართა ენდელაძემ რუსეთის პრეზიდენტს. "თუ ამ ემოციური გამოსვლის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არ არის პატრიოტიზმის გრძნობა, მე არასდროს დავუჯერებ მათ", - განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია