ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 40 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და

ინ­გ­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ცხად­ყო, რომ იმ პა­ცი­ენ­ტ­თა რიცხ­ვი, რომ­ლე­ბიც ხვე­ლი­სა და გა­ცი­ვე­ბი­სას ან­ტი­ბი­ო­ტიკს იღე­ბენ, ამ სა­უ­კუ­ნე­ში 40%-ით გა­ი­ზარ­და. დი­დი ხა­ნია, ინ­გ­ლი­სის მთავ­რო­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის რე­ცეპ­ტით გა­მო­წე­რის რიცხ­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად კონ­კ­რე­ტუ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ გა­ირ­კ­ვა, რომ - უშე­დე­გოდ. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ან­ტი­ბი­ო­ტიკს არა­ნა­ი­რი ეფექ­ტი არ გა­აჩ­ნია ხვე­ლი­სა და გა­ცი­ვე­ბი­სას, ის მხო­ლოდ ყე­ლის ტკი­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოქმედებს, ისიც, შემ­თხ­ვე­ვე­ბის 10%-შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვამ ოჯა­ხის ექი­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ის­წავ­ლა. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა 1999-2011 წლე­ბის 500-ზე მე­ტი ოჯა­ხის ექი­მის გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ის­წავ­ლეს. 1999 წელს იმ პა­ცი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ოჯა­ხის ექიმ­მა ხვე­ლი­სა და გა­ცი­ვე­ბი­სას ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­მო­უ­წე­რა, 36% გახ­ლ­დათ, 2011 წლის­თ­ვის კი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 51%-მდე გა­ი­ზარ­და. ახ­ლა­ხან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა დე­ვიდ კე­მე­რონ­მა გა­ნაცხა­და, რომ მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ძველ, ბნელ წლებ­ში დაბ­რუნ­დეს, თუ­კი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არას­წო­რი მოხ­მა­რე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მსოფ­ლიო კონ­კ­რე­ტულ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს.

ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­წე­რის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ 1998 წელს გას­ცა. მათ შო­რის იყო მო­წო­დე­ბა, რომ არ გა­მო­წე­რი­ლი­ყო ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხვე­ლის, გა­ცი­ვე­ბის ან ვი­რუ­სუ­ლი ყე­ლის ტკი­ვი­ლი­სას.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ყუ­რის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სას არის გა­მო­წე­რი­ლი. პა­ცი­ენ­ტე­ბის 97%-ს ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ან­ტი­ბი­ო­ტიკს ოჯა­ხის ექი­მი უწერ­და.

ჯე­რე­მი ჰო­უ­კე­რი, ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი:

- გა­დაჭ­რით ვერ ვიტყ­ვით, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­მო­წე­რა გა­ცი­ვე­ბის ან გრი­პის არც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვი­სას არაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ჩვე­ნი კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ ეს სა­კითხი მკაც­რად უნ­და გა­და­ი­ხე­დოს.

მო­უ­რენ ბე­ი­კე­რი, ოჯა­ხის ექი­მი:

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი წამ­ლე­ბია, თუ მათ სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ვი­ყე­ნებთ. სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მე­ბი "შე­მაშ­ფო­თებ­ლად ენ­დო­ბი­ან" მათ. გარ­და ამი­სა, ოჯა­ხის ექი­მე­ბი ხში­რად ამ წამ­ლებს ძლი­ე­რი ზე­წო­ლის ქვეშ წე­რენ ხოლ­მე ისე­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სიმ­პ­ტო­მე­ბის დრო­საც კი, რომ­ლე­ბიც წამ­ლის გა­რე­შეც გა­ივ­ლის ან მკურ­ნა­ლო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ზე­წო­ლას თა­ვად პა­ცი­ენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს. აუცი­ლე­ბე­ლია, წი­ნა თა­ო­ბამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცოდ­ნენ იმ რის­კე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ამას­თა­ნა­ვე - რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისი­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და სიფ­რ­თხი­ლის დაც­ვით. ეს კვლე­ვა კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის არა­კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლო­ბას, ვინც ექი­მებს ან­ტი­­ბი­ო­ტი­კის გა­მო­წე­რას აიძუ­ლე­ბენ და არ ეთან­ხ­მე­ბი­ან ექი­მის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გზებს.

სე­ლი ბე­ი­კე­რი, ინ­გ­ლი­სის მთა­ვა­რი სა­ხელ­მ­წი­ფო ექი­მი:

- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ხსე­ნე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ბრძო­ლის წი­ნა ხაზ­ზე დგას, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ამ საქ­მე­ში თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჩაბ­მაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის, ვინც ექი­მებს ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­მო­წე­რას აიძუ­ლებს.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დღე პირ­ვე­ლად 2013 წელს აღი­ნიშ­ნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მწვა­ვედ დგას. იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ექი­მის მი­ერ პა­ცი­ენ­ტის­თ­ვის გა­მო­წე­რი­ლი ათი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი­დან ცხრა არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ იყო და­ნიშ­ნუ­ლი... ბავ­შ­ვ­თა ასაკ­ში წამ­ყ­ვა­ნი პრობ­ლე­მა სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­რუ­სუ­ლია. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი ამ დროს არა­თუ სა­სურ­ვე­ლი არ არის, არა­მედ უფ­რო მე­ტიც - ორ­გა­ნიზ­მ­ში რე­ზის­ტენ­ტულ ფონს ქმნის. ან­ტი­ბი­ო­ტი­კის არა­სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ და­ნიშ­ვ­ნის მი­ზე­ზებს შო­რის ექი­მე­ბის და­ბალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და თვით­მ­კურ­ნა­ლო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია