რა­ტომ გვეძ­ლე­ვა ღვთის­გან სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი

რა­ტომ გვეძ­ლე­ვა ღვთის­გან სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი

"გზის" მკითხ­ველ­მა რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გვთხო­ვა, გვე­სა­უბ­რა ნიჭ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა­ტომ ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს ღვთის­გან სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი? რა­ტომ იბა­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი, ზოგს კი სა­ერ­თო­დაც წარ­თ­მე­უ­ლი აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი ნი­ჭი? შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ადა­მი­ან­მა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის მი­ღე­ბა ითხო­ვის ღვთის­გან?

- რა არის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი უმ­თავ­რე­სი ნი­ჭი?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- ყვე­ლა­ზე დი­დი ნი­ჭი, რაც უფალ­მა ადა­მი­ანს მის­ცა, ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეძ­ლე­ვა შემ­დეგ ყვე­ლა ნი­ჭი.უფალი ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­მორ­ჩე­ულ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ნიჭს აძ­ლევს, მაგ­რამ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - შეგ­ვიძ­ლია კე­თილ საქ­მე­ებს მო­ვახ­მა­როთ, ან პი­რი­ქით, უკე­თუ­რი, ბო­რო­ტის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბი ვა­კე­თოთ.

- რა მი­ზე­ზით ეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი?

- უფა­ლი ყვე­ლა­ფერს მრა­ვალ­ფე­როვ­ნად იქმს, ამის ნი­მუ­ში მთე­ლი სამ­ყა­როა. ორი ერ­თ­ნა­ი­რი რამ სამ­ყა­რო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ნი­ჭით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან. გარ­და ამი­სა, ვი­ცით, რომ ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი, არი­ან ქრის­ტეს სხე­უ­ლი. ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი შედ­გე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლის­გან, ყვე­ლა ნა­წილს კი თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ასე­ვე ქრის­ტეს მის­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის, ეკ­ლე­სი­ის წევ­რებ­საც აქვთ თავ-თა­ვი­ან­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. უფალს წარ­წყ­მე­დის­თვის არა­ვინ შე­უქ­მ­ნია, ყვე­ლა სი­კე­თი­სა და ცხო­ნე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნა, ამი­ტომ ყვე­ლას აძ­ლევს შე­სა­ბა­მის კონ­კ­რე­ტულ ნიჭს, რომ ქრის­ტეს მის­ტი­კურ სხე­ულ­ში - ეკ­ლე­სი­ა­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს და დე­და­მი­წა­ზე თა­ვი­სი საქ­მე აკე­თოს, რა­თა უფ­რო იოლად აღეს­რუ­ლოს ცხო­ნე­ბის საქ­მე. ყვე­ლამ რომ ერ­თი საქ­მე აკე­თოს, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და იმ საქ­მის აღ­ს­რუ­ლე­ბა, რაც დე­და­მი­წა­ზე უნ­და აღ­ს­რულ­დეს. თა­ნაც, ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბა უფალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მა­ინც შეზღუ­დუ­ლია და ამი­ტო­მაც არ შე­იძ­ლე­ბა, ერთ ადა­მი­ან­ში იყოს და­ტე­უ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. სწო­რედ ამ მი­ზე­ზე­ბის გა­მო აძ­ლევს უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს სხვა­დას­ხ­ვა კონ­კ­რე­ტულ ნიჭს. ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნიც კი ვერ შეძ­ლებს იმას, რა­საც დე­და­მი­წის ყვე­ლა მცხოვ­რე­ბი ერ­თად.

- ზო­გი­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი იბა­დე­ბა. ეს ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ ღვთის­გან ზო­გი­ერთს მო­მე­ტე­ბუ­ლად და­ე­ბე­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ნი­ჭი?

- მარ­თ­ლაც ასეა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, თვი­თონ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა ის. შე­საძ­ლოა, კაცს მრა­ვა­ლი ნი­ჭი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ზარ­მა­ცი იყოს და მი­სი ნი­ჭი­ე­რე­ბა ფუ­ჭად გა­იბ­ნეს. სწო­რედ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ის ნი­ჭი­ე­რია. უფა­ლი წი­ნას­წარ ჭვრეტს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის უნარ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად აძ­ლევს კონ­კ­რე­ტულ ნიჭს, რა­თა ეს მის­თ­ვის იოლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და საცხოვ­ნებ­ლად ად­ვი­ლი იყოს. მაგ­რამ სა­კითხა­ვია, იყე­ნებს თუ არა ადა­მი­ა­ნი ამას.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბათ...

- ადა­მი­ანს არ უნ­და და­ა­ვიწყ­დეს, რომ ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი ნი­ჭი მი­სი კუთ­ვ­ნი­ლე­ბა არ არის და შე­საძ­ლოა, ერთ დღეს წა­ერ­თ­ვას. თუ არ ერ­თ­მე­ვა, ისევ ღვთის მოწყა­ლე­ბის გა­მო; რო­დე­საც მხო­ლოდ თა­ვის გან­სა­დი­დებ­ლად იყე­ნებს ნიჭს და არა ღვთის სა­დი­დებ­ლად, მას ბო­რო­ტად იყე­ნებს და სულს იღუპავს. ვინც ღვთის­გან ბო­ძე­ბულ ნიჭს კე­თი­ლად, ღვთის სათ­ნოდ იყე­ნებს, მა­ინც გან­დიდ­დე­ბა, მაგ­რამ ეს სა­კუ­თარ თავს კი არა, უფალს უნ­და მი­ა­წე­როს, არ უნ­და და­ა­ვიწყ­დეს, რომ ეს გან­დი­დე­ბა უფ­ლის შე­წევ­ნით შეძ­ლო და დი­დე­ბაც მას კი არა, უფალს ეკუთ­ვ­ნის. ამ გზით ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­საც ავი­ცი­ლებთ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უფ­ლის­გან ბო­ძე­ბულ ნიჭს ღვთის საქ­მე­თა აღ­სას­რუ­ლებ­ლად არ იყე­ნებს, საცხოვ­ნებ­ლად არ წა­ად­გე­ბა. ნი­ჭი ღვთის სა­დი­დებ­ლად უპირ­ვე­ლე­სად იმის გა­მო უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ ვცხონ­დეთ, თო­რემ ეს უფალს არ სჭირ­დე­ბა.

- გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია თუ არა, რომ ადა­მი­ან­მა რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მო­ცე­მა ითხო­ვოს ღვთის­გან?

- რო­დე­საც წმინ­და მა­მებს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი ეძ­ლე­ო­დათ, და­ვუშ­ვათ - წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის ან კურ­ნე­ბის, უფალს სთხოვ­დ­ნენ, გან­გ­ვა­შო­რე ეს ნი­ჭიო, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­თი სუ­ლის­თ­ვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ეს არ ჰქო­ნო­დათ, რად­გან სუ­ლი­ე­რი საბ­რ­ძოლ­ვე­ლიც ემა­ტე­ბო­დათ და უნ­და და­ეთ­რ­გუ­ნათ ამარ­ტავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­თა აღ­ს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იჩენ­და თავს. თუ ადა­მი­ა­ნი უფალს შეს­თხოვს რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის მი­ნი­ჭებს, ეს ნიშ­ნავს, რომ არა ღვთის, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­სა­დი­დებ­ლად ითხოვს მას.

- მა­ინც რა­ტომ ეძ­ლე­ო­დათ წმინ­და მა­მებს ღვთის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი?

- წმინ­და მა­მე­ბი, წმინ­და და მარ­თა­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად ღვთივ­სათ­ნო ცხოვ­რე­ბით სუ­ლი­ე­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­დ­ნენ. სწო­რედ მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის გა­მო ეძ­ლე­ო­დათ მათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი, რა­თა ღვთის სა­დი­დებ­ლად და მოყ­ვა­სის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. მათ შემ­თხ­ვე­ვა­ში იმის სა­შიშ­რო­ე­ბა არ იყო, რომ ესა თუ ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი სუ­ლის სა­ზი­ა­ნოდ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან დაძ­ლე­უ­ლი ჰქო­ნო­დათ ყოველ­გ­ვა­რი საც­დუ­რი, იცოდ­ნენ, რო­გორ ებ­რ­ძო­ლათ ამ­პარ­ტავ­ნე­ბას­თან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სუ­ლი­ერ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ზი­ა­რე­ბუ­ლი თუ არა, მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ინც იყო. ამის შემ­დეგ ეძ­ლე­ო­დათ ეს ნი­ჭი ღვთის სა­დი­დებ­ლად და მოყ­ვა­­სის სა­სარ­გებ­ლოდ. რო­დე­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ნა­ხავ­დ­ნენ, რა უბო­ძა უფალ­მა ღვთის­მო­სავ ადა­მი­ანს, თვი­თო­ნაც და­იწყებ­დ­ნენ ღვთის დი­დე­ბას. წმინ­და მა­მებს იმის ძა­ლაც ჰქონ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უფალ­თან მი­ეყ­ვა­ნათ.

- ბო­როტ სულს თუ შე­უძ­ლია ბო­რო­ტე­ბის კე­თე­ბის ნი­ჭი მის­ცეს ადა­მი­ანს?

- ბო­რო­ტი სუ­ლი ვე­რა­ნა­ირ ნიჭს ვერ მის­ცემს ადა­მი­ანს, მას ამის ძა­ლა არ შეს­წევს. ადა­მი­ანს ნი­ჭი მხო­ლოდ ღვთის­გან ეძ­ლე­ვა, უფალი კი ყვე­ლა ადა­მი­ანს კე­თი­ლად ქმნის. ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ბო­რო­ტე­ბის კე­თე­ბის ნი­ჭი მის­ცეს. ნი­ჭის კე­თი­ლად ან ბო­რო­ტად წარ­მარ­თ­ვა, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მა­მე­ბი ბრძა­ნე­ბენ, ადა­მი­ანს ღვთის­გან მრის­ხა­ნე­ბის, სი­ძულ­ვი­ლი­სა თუ სხვა მსგავს თვი­სე­ბა­თა ნი­ჭიც ეძ­ლე­ვა, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ სძულ­დეს ბო­რო­ტი, მრის­ხა­ნებ­დეს ბო­როტ­ზე, ხო­ლო თუ მოყ­ვას­ზე მრის­ხა­ნებს და მოყ­ვა­სი სძულს, გა­მო­დის, რომ ამ ნიჭს ბო­რო­ტად იყე­ნებს.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია