პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე

პორნოგრაფია საქართველოში: რამდენად დიდია ქართველების მოთხოვნა პორნოინდუსტრიაზე

პორნოგრაფია - (ბერძ. Pornos - პროსტიტუტი, გარყვნილება; graphos - წერა, გამოსახვა) - porne აღნიშნავდა ყველაზე უღარიბესი ფენის მეძავებს. ისინი "ემსახურებოდნენ" ყველას და წარმოადგენდნენ სექსუალურ მონებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის ჩასახვა უშუალოდ უკავშირდება პროსტიტუციას.

ითვლება, რომ პორნოგრაფია, როგორც სპეციფიკური ჟანრი, უპირველეს ყოვლისა, იქმნება მამაკაცებისათვის მამაკაცების მიერ. სექსოლოგიის ცნობარში პორნოგრაფია განმარტებულია, როგორც "სქესობრივი ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტური, უხამსი ასახვა ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში, კინოში და ა.შ."

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და სექსოლოგი დონ ბირნი წერს, რომ "პორნოგრაფიის საგანია არა პიროვნება და არა მისი სხეული, არამედ მხოლოდ მისი სასქესო ორგანოები". სექსოლოგიის სახელმძღვანელო კი განმრატავს, რომ "ეროტიკა - ეს არის მაყურებლისათვის სექსუალურად მისაღები მასალა, ხოლო პორნოგრაფია - მიუღებელი" [nplg].

ასევე დაგაინტერესებთ | პორნოგრაფიის პლუსები და მინუსები

რამდენად პოპულარულია პორნოგრაფია საქართველოში, - ამ კითხვაზე პასუხს მარტივად მიიღებთ, თუ ეწვევით საერთაშორისო ინტერნეტ-რეიტინგების საიტს Alexa.com-ს, რომლის მონაცემები სრულყოფილად იძლევა ინფორმაციას, თუ რამდენად დაინტერესებულია ქართული ინტერნეტ-აუდიტორია პორნოგრაფიული საიტებით. როგორც აღმოჩნდა, პორნო-საიტებს, ყოველდღიურად, საქართველოდან ათასობით ვიზიტორი ჰყავს. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ პორნო-საიტს, Xvideos.com-ს საქართველოში პოპულარობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს; ის საერთო რეიტინგში 23-ე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ ისეთი საიტები უსწრებენ, როგორიცაა Facebook.com, Google.com, Youtube.com, Yahoo.com, ახალი ამბების საიტები Ambebi.ge, Interpressnews.ge, ვიდეოპორტალი Myvideo.ge და ა.შ. [სტატისტიკა]

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პორნო-საიტების მომხმარებელთა ასაკი, სქესი და სოციალური წრე სრულიად დაბალანსებულია. ალბათ მკითხველს ახსოვს Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ფოტო საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან, რომელშიც დეპუტატები ტელეფონში საიტს, "просто порно"-ს ათვალიერებენ [იხილეთ ფოტო].

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი. ცნობილია, რომ პორნოგრაფიული შინაარსის საიტები მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოწინავე პოზიციაზე არიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია