რიგები შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან: დღეიდან ავტომობილების ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო (+12 ფოტო)

რიგები შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან: დღეიდან ავტომობილების ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო (+12 ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დილიდან ახალ სანომრე ნიშნებზე რიგები დგას. რიგები დგას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს "ე" ბლოკთან, სადაც ახალი სანომრე ნიშნები იბეჭდება, ასევე ძირითად შენობაში.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სანომრე ნიშნების აღების მსურველებს შენობაში რიგის მიხედვით უშვებენ.

საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტომ პირველ სექტემბერს ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო.

სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხეში ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი GE არის გამოსახული. შეცვლილია ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების წყობაც. მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულ წყვილ ლათინურ სიმბოლოებს შორის განლაგებულია სამი ციფრი. სანომრე ნიშნის დაცულობის მიზნით, ახალ სანომრე ნიშნებს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილებისათვის მომხმარებელს საშუალება ექნება აიღოს და ავტომობილზე განათავსოს შესაბამისი ზომის კვადრატული სანომრე ნიშნები.

სანომრე ნიშნების მიღება შესაძლებელია მოსახლეობის სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნით სანომრე ნიშნების დამზადება (ფასიანი სანომრე ნიშანი) შესაძლებელია რუსთავში, ქუთაისში და ბათუმში მდებარე სტრუქტურულ ერთეულებში. რაც შეეხება სხვა ერთეულებს, სანომრე ნიშნების მიღება შესაძლებელია მისი შეკვეთიდან რამდენიმე დღეში. ძველი დიზაინის სანომრე ნიშნების შეცვლა სავალდებულო არ იქნება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია