რა უთხრა მედიას "სქაი ბარის" მფლობელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე - "ყველა ვიდეოჩანაწერი გასაჯაროვდება"

რა უთხრა მედიას "სქაი ბარის" მფლობელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე - "ყველა ვიდეოჩანაწერი გასაჯაროვდება"

"სითი" ჯგუფი, რომელიც "სქაი ბარის" მფლობელია, მის ხელთ არსებულ ყველა ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას აპირებს, - ამის შესახსებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "სითი ჯგუფის" დირექტორმა დავით კვირტიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერებით გაქარწყლდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ დაჩი დარჩიას მკვლელი იმ დღეს იმყოფებოდა ბარში, ასევე ვერსია, რომ ბარში იმყოფებოდა ეკა ბესელიას ვაჟი.

როგორც კვირტიამ ჟურნალისტებს გაუცხადა, ვიდეოჩანაწერებში ყველა იმ ადამიანის სახე ჩანს, ვინც იმ დღეს ბარში მივიდა, რადგან კამერები დამონტაჟებულია ბარის შესასვლელში. მისივე ცნობით, ყველა ეს ფირი საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია.

თავად დავით კვირტიას ვერსიით, დაჩი დარჩიასა და მკვლელობისთვის დაკავებულ პირს შორის შელაპარაკებას ადგილი ჰქონდა სომხური ეკლესიის მიმდებარე სკვერში, სადაც მისივე თქმით, სისხლის პირველი კვალი ჩნდება.

გარდა ამისა, კვირტიამ განაცხადა, რომ ბარის ერთ-ერთი მიმტანი არის თვითმხილველი, რომელმაც ნახა, როგორ გადმოდიოდა დაჩი დარჩია სკვერში, ასევე შემთხვევას შეესწრო დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფი, რომელმაც მკვლელი ადგილზევე დააკავა.

"ჩვენი ვერსიით, ეს იყო ქუჩაში შელაპარაკება. დაჩი დარჩია სავარაუდოდ სიგარეტის საყიდლად გადავიდა. შემდგომ ბაღის მეშვეობით მოკლე გზით აპირებდა ჩამოსვლას. სავარაუდოდ, ეს ბიჭიც იყო სკვერში. ალბათ იქ მოუვიდათ შელაპარაკება და დაიწყო ყველაფერი", - აღნიშნა დავით კვირტიამ.

იგი კატეგორიულად გამორიცხავს ინციდენტის "სქაი ბარში" დაწყებას და ერთ-ერთ არგუმენტად იმასაც ასახელებს, რომ მკვლელობისათვის დაკავებული პირი გამოწყობილი იყო შორტებსა და ქოშებში, თან ჰქონდა დანა, ასეთ ფორმაში კი, კვირტიას თქმით, "სქაი ბარში" ვერავინ შევა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია