რა შეიცვლება სასწრაფოების მუშაობაში - მინისტრის განმარტება

რა შეიცვლება სასწრაფოების მუშაობაში - მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების თემის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვით "გულწრფელად გარკვირვებულია".

როგორც მინისტრმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ამ მიმართულებით არანაირ განსაკუთრებულ და რაიმე საფრთხის შემცველ ცვლილებას ადგილი არ აქვს.

მინისტრის განმარტებით, სასწრაფოების მუშაობაში არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ შიდა მენეჯმენტში გამოყენებული იქნება გამოძახებების არა მექანიკური, არამედ პრიორიტეტების მიხედვით დალაგებული ანალიზი.

"ხარისხის გასაზომად საჭიროა გასაზომი ინდიკატორის ქონა. სასწრაფოს შემთხვევაში ეს არის გამოძახებიდან ადგილზე მისვლის და ადგილზე მისვლიდან საავადმყოფოში მიყვანის დრო. ეს ყველა ტიპის გამოძახებისთვის ერთნაირი არ არის. მაგალითად, პირველი კატეგორიის, როგორიც არის ავტოსაგზაო შემთხვევა - ეს არის 12-წუთიანი ხაზი, როდესაც მაღალ ტემპერატურაზე სასწრაფო დახმარება შეიძლება 40-წუთში მივიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ პაციენტთან გამომძახებელსა და დისპეტჩერთან ურთიერთობაში არაფერი იცვლება – ის დაუსვამს იგივე კითხვას, რასაც აქამდე უსვამდა. ამას ჩვენ შიდა ანალიზისთვის გამოვიყენებთ. გარდა ამისა, როდესაც დგება სიტუაცია, მაგალითად, არის ორი გამოძახება და ადგილზეა ერთი თავისუფალი მანქანა, აქედან ერთი გამოძახება საგზაო ან სიმაღლიდან გადმოვარდის შემთხვევას ეხება, როცა სისხლდენით რეკავს ვინმე, ხოლო მეორე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაა – დიპეტჩერმა უნდა გააკეთოს არჩევანი, სასწრაფო გაუშვას სისხლდენის თუ პოლიტრავმის შემთხვევაზე, თუ მაღალსიცხიან პაციენტთან. აქამდე უმეტსად იყო რიგითობით გასვლა, ხოლო რაიონებში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ განაწილებას, როცა ტრასაზე, ერთ რაიონთან ახლოს ავარია ხდებოდა, მაგრამ ადმინისტრაციულად სხვა რაიონს ეკუთვნოდა, რომლსაც იმ წუთას თავისუფალი მანქანა არ ჰყავდა, სხვა რაიონს კი, შემთხვევის ადგილზე გასვლის უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, ბრიგადა გამოძახებისას ნებისმიერ გართულებაზე გავა, რადგან "უწყინარი ჩივილის უკან შეიძლება მრისხანე გართულება იმალებოდეს".

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია