"კაზანტიპით" დაზარალებულები

"კაზანტიპით" დაზარალებულები

"კაზანტიპის" ხმაურიანი ფესტივალი ხმაურიანად დასრულდა. პროექტში მონაწილეობა იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, პირველი მცდელობისთვის პროექტმა მაინც გაამართლა. ადგილობრივებში კი, ვინც უშუალოდ ფესტივალის ვიზიტორებს მასპინძლობდა, აზრთა სხვადასხვაობაა - ერთი ნაწილი კმაყოფილია და მოგებას ითვლის, მეორე ნაწილი კი ვალებზე საუბრობს.

ფინანსური პრობლემების ძირითადი მიზეზი ფესტივალის სტუმრების სიმცირე იყო - "რესპუბლიკის" ხელმძღვანელობა ანაკლიაში ბევრად მეტ სტუმარს ელოდა. არსებული მონაცემებით, ფესტივალს დაახლოებით 12 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მათი დიდი ნაწილი სიძვირის და სხვა, არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო, მალევე ტოვებდა ანაკლიას.

ბუნებრივია, რომ სტუმრების სიმცირემ უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. ამას ემატება ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობის ნაწილს ტურისტულ კომპანია "ჯორჯია ოქეისთან" შეექმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათ კუთვნილი თანხა არ გადაუხადა და ეს მაშინ, როცა ვიზიტორების მოლოდინში ბანკიდან სესხი აიღეს და შესაბამისი პირობების მოწყობას მოახმარეს. აღებული კრედიტებით სახლი გაარემონტეს.

ცოტა ხნის წინ "კაზანტიპით" დაზარალებულებმა ანაკლიის ცენტრში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი განცხადებით, ტურისტულმა კომპანია "ჯორჯია ოქეიმ" ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მათ კუთვნილი თანხა არ აუნაზღაურა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია წინასწარ შერჩეული სახლის მფლობელებს დამსვენებლებს მიუყვანდა, თანხას კი "კაზანტიპის" დასრულების შემდეგ აუნაზღაურებდა.

ელზა ჭანტურია, ანაკლიის მკვიდრი: "20 სტუმრის ჩამოყვანას დამპირდნენ და მხოლოდ 12 ჩამოვიდა. სტუმრების ამ რაოდენობაზეც თანხის მხოლოდ ნაწილი გადამიხადეს. არადა დიდი მოლოდინი გვქონდა. ახლა თხილის იმედი მაქვს, ბანკის ვალი მაინც რომ გავისტუმრო. ჩემ დღეში ბევრი ადამიანია".

ადგილობრივები ამბობენ, რომ ფესტივალს ცუდი პიარი ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუხდათ და დამსვენებლებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ადგილობრივების უმრავლესობას ერჩივნა ბინა ქართველებისთვის მიექირავებინა, რათა ზედმეტი ხმაური და მითქმა-მოთქმა აერიდებინათ თავიდან.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია