2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 53 067-მა მოქალაქემ მიიღო

2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა  უცხო ქვეყნის 53 067-მა მოქალაქემ მიიღო

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების 53 067 ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. IDFI აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველაზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 9 626 პირს საქართველოს მოქალაქეობა 2013 წელს მიანიჭა.

IDFI -ის ინფორმაციით, 2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 37 462 რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან აგრეთვე თურქეთის (3 464 პირი) და ისრაელის (3 367 პირი) მოქალაქეები.

IDFI განმარტავს, რომ 2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცენდენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად - 2005-2012 წლებში.

რაც შეეხება ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სტატისტიკა, IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1300-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

2005 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა. 2005 წელს თავშესაფარი 23-მა უცხოელმა ითხოვა, 2006 წელს - 19-მა; 2007 წელს - 21-მა; 2008 წელს - 33-მა; 2009 წელს - 43-მა; 2010 წელს კი 57-მა. აქედან, უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.

2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯამში 717 უცხოელმა ითხოვა მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.

IDFI ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის 40 100 მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაცემულია უცხო ქვეყნის 8791 მოქალაქეზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - უცხო ქვეყნის 31 309 მოქალაქეზე. მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემის ყველაზე მეტი (2502 პირი) შემთხვევა 2010 წელს ფიქსირდება, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვების - 2012 წელს (6 426 პირი).

2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე (5879), ხოლო ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის ნებართვა - თურქეთის მოქალაქეებზე (7812). დროებითი ნებართვების მიღების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩვიან აგრეთვე ჩინეთის მოქალაქეები, 2011 - 2013 წლებში ყოველწლიურად ჩინელებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე მერყეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია