პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

პედაგოგები განათლების მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ, - ამ სახელწოდებით სტატიას გამოცემა "ალია" აქვეყნებს.

29 აგვისტოს განათლების სამინისტრომ იმ კანდიდატთა და სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭოებმა სკოლების დირექტორებად უნდა აირჩიონ. რაოდენ დიდი იყო 116-ე სკოლის დირექტორის დიმიტრი მეჭურჭლიშვილის გაოცება, როცა ამ სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, არადა სკოლის პედაგოგების განცხადებით, ეს პიროვნება არც განათლებითა და არც კომპეტენციით თავად სამინისტროს კადრებს არ ჩამოუვარდება, - წერს "ალია" და მკითხველს 116-ე სკოლის პედაგოგთან, "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" თავმჯდომარე დავით ფერაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.

"მას შემდეგ, რაც ქალბატონი თამარ სანიკიძე მოგვევლინა მინისტრად, განათლების სისტემა შევიდა არნახულ კრიზისში. ჩემი ინფორმაციით, სკოლის მთლიანი სეგმენტი და მასწავლებლები არიან ძალიან უკმაყოფილო და ტემპერატურა ნელ-ნელა მაღლა იწევს სანიკიძის საწინააღმდეგოდ. ეს ქალბატონი გართულია შაშკინისეულ ინტრიგების ხლართვაში. სამინისტროში არსებობს ორი დაჯგუფება: ერთი, რომელიც მინისტრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ვერ ერევა სანიკიძეს და, მეორე, რომელიც მას ექვემდებარება. სამინისტრო გადავიდა არნახულ დიქტატზე. სამინისტროს თანამშრომელთა 70% დასაქმებულია ამ უწყების გენერალურ ინსპექციაში, რომელიც ყოველ ცისმარე დღეს შეიძლება, დაესხას სკოლას თავს და მიდის დოკუმენტების შემოწმება, ვის უწერია ზედმეტი ორიანი, რომ მერე ამის მიხედვით სკოლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

... რატომ არის დიქტატის მცდელობა? იმიტომ, რომ მასწავლებლებმა ხმა ვერ ამოიღონ და კვლავ დარჩნენ იმ ხელფასის ამარა, რომლითაც თავის გადარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია და საცოდავი პედაგოგი იმ 300 ლარით აუცილებლად მოკვდება. ყვერაფერი ამის გამო მივედი დასკვნამდე, რომ სანიკიძე უნდა გადადგეს. ახლა რა ხდება: მოკლედ, მე ვმუშაობ 116-ე საჯარო სკოლაში და ამ სკოლის დირექტორი შეეწირა ჩემს აქტივობას, იმას რომ მე პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მაქვს და იმას, რომ ვითხოვდი და ვითხოვ პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდას იმ ოდენობამდე, რომ პედაგოგმა თავი ირჩინოს", - ამბობს დავით ფერაძე "ალიასთან" საუბრისას და ამავე ინტერვიუში დირექტორ დიმიტრი მეჭურჭლიშვილის გათავისუფლებას უშუალოდ განათლების სამინისტროს და მინისტრ თამარ სანიკიძეს მიაწერს.

დავით ფერაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 116-ე სკოლაში დიმიტრი მეჭურჭლიშვილს სხვა დირექტორი ჩაანაცვლებს, საპროტესტო ზომებს მიმართავენ:

"აქციის წევრები არ ვაპირებთ სკოლაში შესვლას და გაკვეთილების ჩატარებას, თუკი სხვა დირექტორს მოგვიყვანენ და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, არ ვიცი. სავარაუდოდ, თუ სხვა დირექტორს მოგვიყვანენ, 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი 116-ე სკოლაში არ განახლდება", - განუცხადა ფერაძემ "ალიას".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია