ცნობილები, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებენ

ცნობილები, რომლებიც ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებენ

''წვიმს'', ''ქარი ამოვარდა'', ''სინათლე წავიდა'', ''წყალი არ მაქვს''- ამ შინაარსის სტატუსების წერა უკვე დიდი ხანია ''ფეისბუქის'' ქართველი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობად იქცა. წლებია, რაც მსოფლიო და მათ შორის საქართველოც იმდენად მიეჯაჭვა სოციალურ ქსელს, რომ ''ფეისბუქი'' ჟურნალისტებისთვის ახალი ამბების გემრიელ ლუკმად იქცა.

დღის განმავლობაში საიტები და სააგენტოები მუდმივად ადევნებენ თვალს ცნობილი ადამიანების სტატუსებს, ყოველდღიურობას და მათ მიერ ატვირთულ ფოტოებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამორჩეული სახეებიც გვყავს, რომლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან და მათი პოსტები ყველაზე მეტ უარყოფით შეფასებას იმსახურებს. სიმართლე რომ ითქვას, მხარდამჭერების გუნდი მათაც ჰყავთ, ზოგს უფრო მეტად, ზოგს- ნაკლებად.

თინა მახარაძე პიონერია, რომელზეც ერთგვარი ნადირობაა გამოცხადებული. მსახიობის ინტერვიუები და სკანდალური სტატუსები ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თინას მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი სტატუსი და ფოტო მუდმივად განხილვის თემაა. მსახიობს ხშირად პირად მიმოწერაშიც ესხმიან თავს და თინას სითამამე სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდ ნაწილს განსაკუთრებულად აღიზიანებს, თუმცა გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ამას ყველაზე ნაკლებად განიცდის და ხშირად აქვეყნებს უცნობების მიერ მისთვის გაგზავნილ სალანძღავ გზავნილებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე დიდი ხანია სოციალური ქსელით ცხოვრობს. სად არის, რას აკეთებს, რას ჭამს, როდის ხვდება ქმარს, როგორია მისი დიეტა, ძალიან მარტივად შეგიძლია გაიგო, თუ ყოველდღე ეწვევი ჟორჟოლიანის პროფილს ''ფეისბუქზე''. ნანუკას ნებისმიერ სტატუსს საიტები ანიუსებენ და საინტერესოა, რომ მიუხედავად თაყვანისმცემლების დიდი არმიისა, მისი პოსტები ბევრს აღიზიანებს და ეს ძირითადად ნანუკას პოლიტიკური სიმპათიებისა და მეუღლის სამსახურებრივი მდგომარეობით არის გამოწვეული. ერეკლე კოდუასა და ნანუკას მუდმივი თაფლობის თვე ბევრისთვის ლამაზი ''ლავ სთორია'', მაგრამ ისინი, ვინც დღემდე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ნანუკას ევროპაში ყოველ ვიზიტზე გამწარებულები და გაოცებულები აკომენტარებენ, რატომ ვერ ხერხდება კოდუას დაკავება.

კახა ბენდუქიძე არასოდეს ყოფილა საყვარელი სახე. მისი უცენზურო გამონათქვამებისა და ჟურნალისტებთან დამოკიდებულების გამო ყველაზე ხშირად ეხვეოდა სკანდალში. ''ფეისბუქზე'' ბენდუქიძეც აქტიურია და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ კრიტიკული სტატუსებითაც გამოირჩევა, რაც ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს და ხშირად შეხვდებით მათი მხრიდან კახა ბენდუქიძის დამცინავ და შეურაცხმყოფელ ფოტოშარჟებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია