უბნები თბილისში, რომლებსაც ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

უბნები თბილისში, რომლებსაც ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გლდანის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა მუხიანის IV "ბ" მიკრორაიონის 1411 აბონენტს შეეხება, 11:00-დან 16:00 საათამდე კი - გლდანის მასივის III მიკრორაიონის 697 აბონენტს.

საბურთალოს რაიონში კი 10:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება ბახტრიონის ქუჩის 173 აბონენტს შეუწყდება, 11:00-დან 14:00 საათამდე კი - ზემო ვეძისის დასახლების, ივანე ბერიტაშვილის, ბუდაპეშტის და მიმდებარე ქუჩების 386 აბონენტს.

სამგორის რაიონს რაც შეეხება, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის, გახოკიძის და მიმდებარე ქუჩების 431 აბონენტს შეეხება.

ხოლო ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 16:00 საათამდე ნინოშვილის ქუჩის 238 აბონენტს შეუწყდება.

მთაწმინდის რაიონში დენი 10:00-დან 16:00 საათამდე ლეონიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, გულუას და მიმდებარე ქუჩების 344 აბონენტს გაეთიშება.

ნაძალადევის რაიონში კი 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ბეჟანიშვილის, ილურიძის, კახიანის, ჩოდრიშვილის, ქებურიას, წრომის და მიმდებარე ქუჩების 592 აბონენტს შეეხება.

გარდა ამისა, ისნის რაიონში 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 435 აბონენტს შეეხება.

ვაკის რაიონში კი დენი 10:00-დან 15:00 საათამდე დაბა წყნეთის 345 აბონენტს შეუწყდება.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) 78 აბონენტს შეეხება.

დიდუბის რაიონში კი 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია სამტრედიის ქუჩის 539 აბონენტს შეუწყდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია