სიმაღლისა და წონის ნორმები ერთიდან 12 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის (+ცხრილი)

სიმაღლისა და წონის ნორმები ერთიდან 12 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის (+ცხრილი)

ადამიანის სიმაღლეზე გავლენას გარეგანი და შინაგანი ფაქტორები ახდენს. უმთავრესი შინაგანი ფაქტორი ადამიანის გენეტიკური პოტენციალია. ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. არავის უკვირს, რომ მაღალ მშობლებს შვილებიც უფრო მაღლები ჰყავთ, ვიდრე დაბლებს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი პირობა: სწორი კვება. მეტად მნიშვნელოვანია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობის დროს, ასევე - თავად ბავშვის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინდივიდუალური თავისებურებანი.

გარეშე ფაქტორების რიცხვს ეკუთვნის ბავშვის ასაკთან შეთანადებული ბალანსირებული, ადაპტირებული კვება. ამ ფაქტორის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რაც მოზარდებში, განსაკუთრებით - ვაჟებში, შესამჩნევად მოიმატა ზრდის ტემპმა. ეს პროცესი უფრო აშკარაა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც კვების პრობლემა, ფაქტობრივად, არ დგას, ჩვენს ქვეყანაში კი, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ოჯახი, სადაც ბავშვთა კვების საკითხი მოუგვარებელია. შესაძლოა, ამიტომაც არის უფროსკლასელებს შორის ამდენი ტანდაბალი მოზარდი.

ზრდის ტემპის შეჩერებას მძიმე, ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. იმ ენერგიის ნაწილს, რომელიც ზრდას უნდა მოხმარებოდა, დასუსტებული ორგანიზმი ჯანმრთელობის აღსადგენად ხარჯავს, თანაც ზრდის პროცესის ინტენსივობა გამოჯანმრთელებისთანავე არ აღდგება.

სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები ფიზიკური აქტიურობით არ გამოირჩევიან, ბურთზე, ველოსიპედსა და ციგურებზე მეტად ტელევიზორი და კომპიუტერი იზიდავთ. ფიზიკური აქტივობისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა კი სიმაღლეში ზრდას ნამდვილად არ უწყობს ხელს.

როგორია ბავშვის სიმაღლისა და წონის ძირითადი ნორმები?

ბიჭის სიმაღლე

იხილეთ სხვა ცხრილები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ