ქართველი სპორტსმენების ელეგანტური მეორე ნახევრები

ქართველი სპორტსმენების ელეგანტური მეორე ნახევრები

ანუკა არეშიძე, სალომე ღვინიაშვილი, თეონა თავართქილაძე - ყოფილი და ახლანდელი სპორტსმენების ცოლებიდან მათ ყველაზე კარგად იცნობს საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ სამივეს თავისი საქმე აქვს და გათხოვებამდეც ასე იყო, მათ ხშირად მაინც ფეხბურთელების მეუღლეებად მოიხსენიებდნენ.

ამჯერად ქართველი მოქმედი სპორტსმენების მეუღლეებს გაგაცნობთ. ისინი ხშირად არ ჩანან, მაგრამ მათი მეუღლეები სპორტულ სამყაროში ვარსკვლავებად ითვლებიან. სალომესგან განსხვავებით, თავის დროზე კარიერაზე უარი თქვეს. ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია, რადგან, საბედნიეროდ, ბევრი ცნობილი ქართველი სპორტსმენი მოღვაწეობს საზღვარგარეთ, თუმცა ამჯერად ხუთ ელეგანტურ, გამორჩეულ ქალბატონს გაგაცნობთ.

გიორგი ჭანტურია და მირანდა შელია – მათ იდეალურ წყვილსაც კი უწოდებენ, რადგან ჭანტურია ძალიან არის შეყვარებული ულამაზეს მეუღლეზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ქართველ ირინა შეიკსაც უწოდებენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი და რუმინეთის პირველი ლიგის კლუბ ''კლუჯის'' ფეხბურთელია.

მირანდა წლებია მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. ვირტუალური ნაცნობობიდან ორ კვირაში ჭანტურია მომავალი მეუღლის გასაცნობად მოსკოვში ჩაფრინდა. მალე ისე დაახლოვდნენ, რომ სამ თვეში ოჯახი შექმნეს.

მირანდა ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია და ხშირად ჩნდება მოსკოვურ ბომონდურ წვეულებებზე. როგორც აღვნიშნეთ, მირანდას ძალიან ამსგავსებენ ირინა შეიკს და რამდენიმე თვის წინ უკრაინაში ანუკა არეშიძის ჩვენებაზე ირინამ და მირანდამ ერთმანეთი გაიცნეს კიდეც.

ნინი ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი - წლებია, რაც დაქორწინებულები არიან. წყვილს ორი შვილი - საბა და ანანო ჰყავს და იმის გამო, რომ ალექსანდრე რუსეთში თამაშობს, საქართველოში წელიწადში ორჯერ, ზაფხულსა და ზამთარში ჩამოდის. როგორც ნინი ინტერვიუებში აღნიშნავს, ხშირი განშორება მათ სიყვარულს უფრო აძლიერებს. პროფესიით დიპლომატია, თუმცა წლების წინ მოდელობითაც იყო გატაცებული. თბილისური მოდური წვეულებების ხშირი სტუმარია, ასევე ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშს და ყველა დეტალს ნამდვილი გულშემატკივრის შემართებით განიცდის.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია