დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა

დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა

დაბა, სადაც თამარ მეფე დამალობანას თამაშობდა, - ამ სათაურით მოამზადა მასალა რუსულმა გამოცემა "რუსსკი რეპორტიორის" ჟურნალისტმა რეპორტაჟი ვარძიის შესახებ.

"ეს პატარა დაბაა, რომლის მანქანით შემორბენა ხუთ წუთში შეიძლება. დაბის შემდეგ მანქანით სვლა მხოლოდ თურქეთის საზღვრამდეა შესაძლებელი, მანძილი რამდემიმე კილომეტრია.

მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარე გზატკეცილის გასწვრივ ჩამწკრივებულია ერთსართულიანი სახლები, რომელთაც ირგვლივ ეზოები აკრავთ. მდინარის მეორე ნაპირზე, ციცაბო კლდეზე მოჩანს ხვრელები, რომლებიც ფუტკრის სკებს ჰგავს – ეს უძველესი ვარძიის მღვიმის კომპლექსია. კლდეში მღვიმეების ქალაქი მე-12 საუკუნეში მეფე გიორგი მე-3 დააფუძნა. მისი სახელწოდება, ლეგენდის თანახმად, მეფის მცირეწლოვან ქალიშვილს, თამარს უკავშირდება. იმავე ლეგენდის თანახმად, პატარა გოგონა თამარი ამ მღვიმეებში თავის ბიძასთან დამალობანას თანაშობდა. როცა ბიძა ძებნისაგან დაიღლებოდა, მაშინ პატარა თამარი სამალავიდან გამოხტებოდა სიტყვებით - აქ ვარ, ძია",- წერს რუსი ჟურნალისტი და კომპლექსის აღწერას განაგრძობს:

თავიდან ვარძია მონასტრისა და ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. მდინარემდე მხოლოდ კლდეში გამოკვეთილ სამ გზა იყო. ამ გზების საშუალებით შეეძლოთ ქართველ ჯარისკაცებს ვიწრო ხეობაში, მტრისთვის მოულოდნელად გამოჩენა. მაგრამ, 1283 წლის მიწისძვრამ კლდის დიდი ნაწილი ჩამოანგრია და მსოფლიოს მღვიმეების ქალაქის ნახვის საშუალება მისცა. დღეს ეს კომპლექსი სხვადასხვა დონეზე რამდენიმე ასეულ შენობას წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთთან მთის გადასასვლელებით არიან დაკავშირებული.

კომპლექსის მარგალიტს წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილი ღვთისშობლის მიძინების ტაძარი. მიუხედავად იმისა, რომ ვარძია მე-14 საუკუნეში ჯერ ირანელებმა, ხოლო შემდეგ თურქებმა დაიპყრეს, ტაძარში დამპყრობლების მიერ გაჩენილი ხანძრებს გადაურჩნენ მე-12 საუკუნის ფრესკები.

"მღვიმის შესასვლელთან ვხვდები მუზეუმ-ნაკრძალ "ვარძიის" დირექტორს. ვლადიმერ სემიონის ძე, - მეცნობა იგი და ამატებს, როგორც ვისოცკი. იგი ხელად იწყებს იმაზე კითხვების დასმას, თუ როგორი ცხოვრებაა რუსეთში და პარალერულად რუსი ტურისტების ნაკლებობას მსაყვედურობს. საბჭოთა პერიოდში ვარძიაზე გადიოდა რამოდენიმე ტურისტული მარშრუტი. ახლა ვარძიას ექსკურსიით ძირითადად სკოლის მოსწავლეები სტუმრობენ. მოკლედ, ვლადიმერ სემიონის ძე არა მხოლოდ საბჭოთა წარსულზე ნოსტალგიით ცხოვრობს. იგი, როგორადაც, შეუძლია ავითარებს ადგილობრივ ტურიზმს. სულ ახლახან ინგლისურ ენაზე გამოსცა სამცხე-ჯავახეთის რუკა და გზამკვლევი. მანამდე დაბაში სტუმრის სახლი მოაწყო. დირექტორმა დამარწმუნა, დაბაში დავრჩენილიყავი და დამპირდა, რომ დილით სამარშუტო ტაქსი ჭიშკართან დამელოდებოდა. სხვათა შორის, მან დანაპირები შეასრულა",-წერს ჟურნალისტი პაველ ჩუკაევი და განაგრძობს:

"მოგვიანებით, მე კიდევ ერთხელ შევეჯახე ლეგენდარულ ქართულ სტუმართმოყვარეობას. ვერ ვიპოვე გადასახვევი ზემო ვარძიაში და, როგორ გამეგნო გზა, ადგილობრივ კამპანიასთან ვიკითხე, რომლებიც მდინარესთან ქეიფობდნენ. ერთ წამში მე უკვე ხელში ღვინით სავსე ჭიკა მეჭირა, ადგილობრივებმა გზა მხოლოდ მას შემდეგ მიმასწავლეს, რაც ჭიქა გამოვცალე".

"მღვიმეების შესწავლის გარდა, ვარძიაში გოგირდის წყალში ბანაობით შეგიძლიათ გაერთოთ. ბეტონის აბაზანა, რომელიც პატარა აუზს ჰგავს, უსახურ ბეღელშია განთავსებული, რომელიც დაბის ბოლოში მდებარეობს. აუზი მიწიდან ამომავალი წყლით, რეზინის მილის საშუალებით ივსება.   "ეი, ეი, სამი კაცისას ათ ლარს გადაიხდი?"- სამაგიეროდ, ბეღლის გასაღების მფლობელს შეუძლია, სახლამდე მიგიყვანოს.

რუსი ჟურნალისტი მკითხველს რჩევებსაც სთავაზობს:

როგორ მივიდეთ

უახლოესი დიდი ქალქი ახალციხეა. აქედან ვარძიაში მოხვედრა სამარშრუტო ტაქსით საათნახევარში შეგიძლიათ. ტრასნსპორტი დღეში რამდენიმე რეისს აკეთებს. თბილისიდან ახალციხეში დადის მატარებელი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ახალციხეში მოხვედრა სამარშრუტო ტაქსით შეიძლება.

სად გაჩერდეთ

სასტუმრო და სტუმრის სახლი დაბაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარეობს. ღამის გათევა ერთ კაცზე დაგიჯდებათ 15-20 ლარი ( 300-500 რუსული რუბლი). სხვათა შორის, ვარძიაში "ველურად დასვენებისათვის" საუკეთესო ადგილებია. კარვის გასაშლელად აქ ბევრი ადგილებია.

სად ჭამოთ

საზოგადოებრივი კვების ადგილები აქ არ არის, მაგრამ რესტორნის სამზარეულოს მიერ შემოთავაზებული საჭმელი კარგია. თუ ადგილობრივებიდან ვინმეს გაეცნობით, აუცილებლად დაგპატიჟებთ საუზმეზე ანაც - ვახშამზე.

რა შეიძინოთ

აქ ბევრი სუვენირია. საუკეთესო შენაძენი იქნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინგლისურენოვანი გზამკვლევი. მღვიმეში განლაგებულ ღვთისშობლის მიძინების ტაძარში შეგიძლიათ საეკლესიო ჭურჭლეულობის შეძენა. . .

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია